რუსთაველზე მოვდიოდი, „არტარეაში" უნდა შემევლო. სიგარეტი მომინდა და ავტობუსიდან ჩამოვედი. მეტრო „რუსთაველს" გამოვცდი, აქ სიგარეტის ჯიხურის სიახლოვეს ერთი პატარა მაგიდა დგას, გამხდარი ქალი სანთლებს ყიდის.
- აიღე ახლა ესენი, ქალო! სანთელი უნდა გაიყიდოს მარტო ჩვენს მაღაზიებში!!!
- მამაო, რა ვქნა, ავადმყოფი შვილი მყავს (დაცრეცილი საფულედან შვილის სურათი ამოაქვს), აი, ეს მოკვდება, თუ წამლის ფულს არ მივიტან. რას ვაშავებ, სანთელს ვყიდი...
ქალს ძალიან უმწეო სახე აქვს, ტირილი უვარდება, მაგრამ ფერხორციანი მღვდელი ყურადღებას არ აქცევს (ცხადია, ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი საპატრიარქოს ბიზნესი და წილებია):
- არ მაინტერესებს, ჩვენგან არ გაქვს ნებართვა. სანთელი უნდა გაიყიდოს მარტო ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს ქსელში, საპატრიარქოს ლიცენზია უნდა გქონდეს, გასაგებია?! ეგრე სადაა, შენ აქ სანთლები ყიდო, ფული აკეთო და საპატრიარქოს გვერდი აუარო...
- მამაო, სანთლების გაყიდვით განა რა უნდა ვიშოვო? ან რას ვაშავებ, ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ... შიმშილით ხომ არ უნდა მოვკვდე?! რატომ უნდა ამიკრძალოთ სანთლის გაყიდვა?
ქალი უკვე ქვითინებს, სახეზე ფერი ეკარგება, ერთი-ორი გამვლელი ჩერდება, მაგრამ ხმას ვერ იღებს. აბა, როგორია - თვით სასულიერო პირი დგას, ჭეშმარიტების გამტარი, მერე რა, რომ ქალი უსამართლოდ იჩაგრება, მღვდელი ყოველთვის მართალია (შდრ: ქურდის ხელი ტკბილია).
მოკლედ, მთელი ეს დიალოგი მოვისმინე და ნანახ-მოსმენილმა იმდენად დამთრგუნა, ერთი ხანობა ხმის ამოღებაც გამიჭირდა. ბოლოს წამოვილუღლუღე: ეს ადამიანი რამე ბოროტებას ხომ არ აკეთებს, სანთელს ყიდის, რას ერჩით-მეთქი. ამის გაგონებაზე მღვდელმა თავისი კარგად ნაკვები ორგანიზმი ჩემკენ შემოატრიალა და აგდებულად მომიგდო, საპატრიარქოს გვერდის ავლით რომ ყიდის სანთელს, ეგ ღმერთს არ მოეწონება და საერთოდ, რატომ ერევი ჩემს საქმეშიო.
Click to view
- მამაო, თქვენ რომ უმწეო ქალს ატირებთ, მეეჭვება, ეგ მოეწონოს ღმერთს-მეთქი...
აღარ მახსოვს, რა მიპასუხა, ისე გავბრაზდი. ის კი მახსოვს, რომ ამ მღვდლის თანმხლები დაკუნთული წვეროსანი ახალგაზრდა ბიჭი ჩადგა ჩვენს შორისდა „მამაოს" როგორ ელაპარაკები, ძმაოო, -მკაცრი ტონით მითხრა. ერთი არ ჩაცუცქულა, თორემ ტიპური „ძველი ბიჭი" იყო. რა დასამალია და, შემეშინდა. ჯერ ერთი, ფანატიკოსების მეშინია, და ორმაგად მეშინია, თუ ეს ფანატიკოსი, ამავდროულად, დაკუნთულიცაა. მაგრამ, როგორც ჩანს, შიში ამ ქალისადმი სოლიდარობამ გადაძალა და კამათი გავაგრძელე.
ამასობაში, ჟურნალისტი გიორგი გოგუა დავინახე, ვიღაც ლამაზ გოგოსთან ერთად მოსეირნობდა, კისერზე, როგორც ჩვევია, სამოყვარულო კამერა გადაეკიდებინა. გამიხარდა, თვალით ვანიშნე, გადაიღე-მეთქი და აქ მეორე სერია დაიწყო:
მღვდლის სქელკისერა „დაცვის ბიჭი" მივარდა გოგუას და კამერის წართმევა დაუპირა, მე შუაში ჩავდექი და საშუალება არ მივეცი - ვუთხარი, ჟურნალისტია და ხელი არ დააკარო-მეთქი. არ ვიცი, მე მქონდა ძალიან გაცოფებული სახე თუ სიტყვა „ჟურნალისტმა" იმოქმედა, ფაქტია, რომ გვერდზე გადგა (კიდევ კარგი, თორემ ნამეტანი ჯანიანი ჩანდა).
ამასობაში, მღვდელმა ყარა ქოშები უკუღმა და რას ჰქვია, მიღებთ, ვინ მოგცათ მაგის ნებართვაო (ისევ ნებართვა! - პ.შ.). გიორგიმ დელიკატურად აუხსნა, რომ საჯარო სივრცეა და რაიმე მოვლენის გადასაღებად ნებართვა არ სჭირდებოდა, მაგრამ მღვდელი არ გაჩერებულა, მივარდა ამ გამყიდველს, „ეს რა არი, ხატებსაც ყიდიო?" და ხელი აუკრა და ხატები დახლზე მიფანტა (კადრშიც ჩანს). თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტის ხსნებამ სასულიერო პირი ძალიან მოალბო და ადამიანის უფლებებზე დაიწყო საუბარი, რაც კამერის გამოჩენამდე არც კი გახსენებია, წეღანდელი აგრესიული, ცინიკური ტონიც შეარბილა (სამსახიობო მონაცემებში 4 პლუსით).
თუმცა, ყველაზე საინტერესო ბოლოს მოხდა: ასე ოცამდე ადამიანი შეიკრიბა ჩვენ ირგვლივ და ის-ის იყო, ვიფიქრე, ეს ეგზალტირებული მასა ჩაგვქოლავს-მეთქი, რომ... ყველაფერი პირიქით მოხდა - ისინი მღვდელთან უშუალო შეტაკებას მოერიდნენ, სამაგიეროდ, მივიდნენ ამ ქალბატონთან, ზოგმა მხარზე ხელი მოუთათუნა, ზოგმა სიტყვიერად გაამხნევა, ზოგმაც ჩვენ გაგვიღიმა სოლიდარობის ნიშნად... გაოცებულ მღვდელს და მის სქელკისერა ბოდიგარდს ისღა დარჩენოდათ, ბურტყუნით გაცლოდნენ იქაურობას. თუმცა, „კეთილ" მამას ბოლოში იმის თქმა არ დავიწყებია, მე ისევ მოვალ და ვნახავ, თუ გაყიდიო.
სხვა წვრილმანები ნახეთ ვიდეოში, რომელიც გიორგი გოგუამ გადაიღო, რისთვისაც დიდი მადლობა მას. მართალია, გიორგი ამ ფაქტის ბოლო ნაწილს მოესწრო, მაგრამ დასკვნების გამოსატანად ეს ეპიზოდიც საკმარისია.
“მღვდელო, თქვი არა!”
ხედი
ხმები
პაატა შამუგიას ბლოგი 12 აპრილი, 2012
“შენ, მღვდელო საეკლესიო კათედრაზე, ხვალ თუ ისინი გიბრძანებენ, მკვლელობა ადიდო და ომის სიწმიდე იქადაგო, მაშინ ესღა გრჩება:
თქვი არა!”
ვოლფგანგ ბორხერტი "მაშინ ესღა რჩება" (თარგმანი: დ. ბარბაქაძე)
დიდი ხანია, ბლოგპოსტი არ დამიწერია და არც ვაპირებდი. მით უმეტეს, არ ვაპირებდი მღვდლებზე დაწერას - მშიერი მრევლის ხარჯზე რომ გამდიდრდა მთელი სასულიერო ელიტა, უკვე ყველა იცის და ახალს რას ვიტყოდი!
არ ვაპირებდი, რომ არა ერთი უსიამოვნო ფაქტი, რაც დღეს გადამხდა.
რუსთაველზე მოვდიოდი, „არტარეაში" უნდა შემევლო. სიგარეტი მომინდა და ავტობუსიდან ჩამოვედი. მეტრო „რუსთაველს" გამოვცდი, აქ სიგარეტის ჯიხურის სიახლოვეს ერთი პატარა მაგიდა დგას, გამხდარი ქალი სანთლებს ყიდის.
- აიღე ახლა ესენი, ქალო! სანთელი უნდა გაიყიდოს მარტო ჩვენს მაღაზიებში!!!
- მამაო, რა ვქნა, ავადმყოფი შვილი მყავს (დაცრეცილი საფულედან შვილის სურათი ამოაქვს), აი, ეს მოკვდება, თუ წამლის ფულს არ მივიტან. რას ვაშავებ, სანთელს ვყიდი...
ქალს ძალიან უმწეო სახე აქვს, ტირილი უვარდება, მაგრამ ფერხორციანი მღვდელი ყურადღებას არ აქცევს (ცხადია, ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი საპატრიარქოს ბიზნესი და წილებია):
- არ მაინტერესებს, ჩვენგან არ გაქვს ნებართვა. სანთელი უნდა გაიყიდოს მარტო ჩვენს მაღაზიებში, ჩვენს ქსელში, საპატრიარქოს ლიცენზია უნდა გქონდეს, გასაგებია?! ეგრე სადაა, შენ აქ სანთლები ყიდო, ფული აკეთო და საპატრიარქოს გვერდი აუარო...
- მამაო, სანთლების გაყიდვით განა რა უნდა ვიშოვო? ან რას ვაშავებ, ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ... შიმშილით ხომ არ უნდა მოვკვდე?! რატომ უნდა ამიკრძალოთ სანთლის გაყიდვა?
ქალი უკვე ქვითინებს, სახეზე ფერი ეკარგება, ერთი-ორი გამვლელი ჩერდება, მაგრამ ხმას ვერ იღებს. აბა, როგორია - თვით სასულიერო პირი დგას, ჭეშმარიტების გამტარი, მერე რა, რომ ქალი უსამართლოდ იჩაგრება, მღვდელი ყოველთვის მართალია (შდრ: ქურდის ხელი ტკბილია).
მოკლედ, მთელი ეს დიალოგი მოვისმინე და ნანახ-მოსმენილმა იმდენად დამთრგუნა, ერთი ხანობა ხმის ამოღებაც გამიჭირდა. ბოლოს წამოვილუღლუღე: ეს ადამიანი რამე ბოროტებას ხომ არ აკეთებს, სანთელს ყიდის, რას ერჩით-მეთქი. ამის გაგონებაზე მღვდელმა თავისი კარგად ნაკვები ორგანიზმი ჩემკენ შემოატრიალა და აგდებულად მომიგდო, საპატრიარქოს გვერდის ავლით რომ ყიდის სანთელს, ეგ ღმერთს არ მოეწონება და საერთოდ, რატომ ერევი ჩემს საქმეშიო.
- მამაო, თქვენ რომ უმწეო ქალს ატირებთ, მეეჭვება, ეგ მოეწონოს ღმერთს-მეთქი...
აღარ მახსოვს, რა მიპასუხა, ისე გავბრაზდი. ის კი მახსოვს, რომ ამ მღვდლის თანმხლები დაკუნთული წვეროსანი ახალგაზრდა ბიჭი ჩადგა ჩვენს შორისდა „მამაოს" როგორ ელაპარაკები, ძმაოო, -მკაცრი ტონით მითხრა. ერთი არ ჩაცუცქულა, თორემ ტიპური „ძველი ბიჭი" იყო. რა დასამალია და, შემეშინდა. ჯერ ერთი, ფანატიკოსების მეშინია, და ორმაგად მეშინია, თუ ეს ფანატიკოსი, ამავდროულად, დაკუნთულიცაა. მაგრამ, როგორც ჩანს, შიში ამ ქალისადმი სოლიდარობამ გადაძალა და კამათი გავაგრძელე.
ამასობაში, ჟურნალისტი გიორგი გოგუა დავინახე, ვიღაც ლამაზ გოგოსთან ერთად მოსეირნობდა, კისერზე, როგორც ჩვევია, სამოყვარულო კამერა გადაეკიდებინა. გამიხარდა, თვალით ვანიშნე, გადაიღე-მეთქი და აქ მეორე სერია დაიწყო:
მღვდლის სქელკისერა „დაცვის ბიჭი" მივარდა გოგუას და კამერის წართმევა დაუპირა, მე შუაში ჩავდექი და საშუალება არ მივეცი - ვუთხარი, ჟურნალისტია და ხელი არ დააკარო-მეთქი. არ ვიცი, მე მქონდა ძალიან გაცოფებული სახე თუ სიტყვა „ჟურნალისტმა" იმოქმედა, ფაქტია, რომ გვერდზე გადგა (კიდევ კარგი, თორემ ნამეტანი ჯანიანი ჩანდა).
ამასობაში, მღვდელმა ყარა ქოშები უკუღმა და რას ჰქვია, მიღებთ, ვინ მოგცათ მაგის ნებართვაო (ისევ ნებართვა! - პ.შ.). გიორგიმ დელიკატურად აუხსნა, რომ საჯარო სივრცეა და რაიმე მოვლენის გადასაღებად ნებართვა არ სჭირდებოდა, მაგრამ მღვდელი არ გაჩერებულა, მივარდა ამ გამყიდველს, „ეს რა არი, ხატებსაც ყიდიო?" და ხელი აუკრა და ხატები დახლზე მიფანტა (კადრშიც ჩანს). თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტის ხსნებამ სასულიერო პირი ძალიან მოალბო და ადამიანის უფლებებზე დაიწყო საუბარი, რაც კამერის გამოჩენამდე არც კი გახსენებია, წეღანდელი აგრესიული, ცინიკური ტონიც შეარბილა (სამსახიობო მონაცემებში 4 პლუსით).
თუმცა, ყველაზე საინტერესო ბოლოს მოხდა: ასე ოცამდე ადამიანი შეიკრიბა ჩვენ ირგვლივ და ის-ის იყო, ვიფიქრე, ეს ეგზალტირებული მასა ჩაგვქოლავს-მეთქი, რომ... ყველაფერი პირიქით მოხდა - ისინი მღვდელთან უშუალო შეტაკებას მოერიდნენ, სამაგიეროდ, მივიდნენ ამ ქალბატონთან, ზოგმა მხარზე ხელი მოუთათუნა, ზოგმა სიტყვიერად გაამხნევა, ზოგმაც ჩვენ გაგვიღიმა სოლიდარობის ნიშნად... გაოცებულ მღვდელს და მის სქელკისერა ბოდიგარდს ისღა დარჩენოდათ, ბურტყუნით გაცლოდნენ იქაურობას. თუმცა, „კეთილ" მამას ბოლოში იმის თქმა არ დავიწყებია, მე ისევ მოვალ და ვნახავ, თუ გაყიდიო.
სხვა წვრილმანები ნახეთ ვიდეოში, რომელიც გიორგი გოგუამ გადაიღო, რისთვისაც დიდი მადლობა მას. მართალია, გიორგი ამ ფაქტის ბოლო ნაწილს მოესწრო, მაგრამ დასკვნების გამოსატანად ეს ეპიზოდიც საკმარისია.
ამ ლინკზეა ტიციან ტაბიძის ცნობილი ლექსი, რომელსაც მთელი გულით ვუძღვნი ყველა გაზულუქებულ მღვდელს, ყველა ჯიპზე ამხედრებულ ფარისეველ ეპისკოპოსს და ყველა მათ მხარდამჭერს, ყველას, ვინც უმწეო ადამიანების ჩაგვრაზე აწყობს პირად ბედნიერებას და ფუფუნებას, ყველას, ვინც ღვთისა და მაღალი იდეალების სახელით ადამიანებს აშინებს.
უფრო სწორად, მთელ ლექსს არ ვუძღვნი (მეტი საქმე არ მაქვს!), ამ ლექსის მხოლოდ მეშვიდე ტაეპი ეძღვნებათ მათ!
პაატა შამუგია -
liberali.ge UPD:
საპატრიარქოს უწყებანი: "ახლა უკვე გასაგები ხდება, თუ რატომ სცოდავენ ისინი, ვინც სანთლებს ქუჩის გამყიდველებთან ან ბაზრობებზე ყიდულობენ და არა ტაძარში. თუ სანთელი უფლის წინაშე ჩვენი წვისა და მისთვის გაღებული ჩვენი მსხვერპლის სიმბოლოა - მაშინ რაღა გამოდის, თუ ეს სანთელი ჩვეულებრივი გამყიდველისაგან გვაქვს შეძენილი? სანთელი ხომ ჩვენს მაგივრად არ ლოცულობს. ის მხოლოდ შეგვახსენებს იმ ლოცვით წვაზე, რომელიც უნდა ხდებოდეს ჩვენს გულში.უჩაში ნაყიდი სანთლის დანთებისას კი ჩვენი მსხვერპლი ტაძრის გარეთაა შეწირული. ასეთი სანთელი უფლის წინაშე კი არ იწვის, არამედ ჩვენს ეგოიზმისა და წვრილმანი „ეკონომიის“ წინაშე. რაც არ უნდა გვიმტკიცონ ქუჩაში სანთლის გამყიდველებმა, რომ მათი სანთლები „ნაკურთხია“, „საეკლესიოა“, არ უნდა დავუჯეროთ. ამასთან, არის შემთხვევებიც, როცა მათი სანთლები ჯადოქრებისა და მაგების მიერ არის შელოცვილი"