სარკე თქმულთა ანუ დღისა და ღამის გაბაასება

Jun 30, 2016 16:50




აწ მოვყვე შებმას დღისითა, როგორ იქნების ომია, გამოჩნდეს მაშინ მამაცი, გულ-სრული, ვითა ლომია.
დააწყონ  რაზმი  ოთხ  რიგად,  წინ  მეწინავე იდგესა,

სხვა დროშა მეორე ზურგად მეფეს მემარჯვნეთ უდგესა, მარცხნივ მხარს მესამე  დროშა  მემარცხნეთ  გაარიგესა,
მეფე  მეოთხეს  დროშითა  სამს  დროშას  უკან   ვლიდესა.

თვითოს რაზმსა უფროსადა სარდალი ჰყავს მარიგებლად, ადრითგანვე მიცემული დროშაზედა ჯარი მხლებლად,
თავადი და გლეხი ბევრი დროშას ახლდეს  შესაბმელად,  უნდა იყოს თვითო რაზმი თორმეტ  ათას,  არ ნაკლებლად.

რაზმს თვითოს წინ ჰყავს მეთოფე ქვეითი, ცხენიანია, ქვვითს, ცხენიანს თავ-თავად ჰყავს მიჩენილი თავნია,
მეშუბარი უდგს უკანა, შეკაზმული აქვსთ ტანია, საომრად დამზადებული მოსაწონია ყმანია.

რა  შეიქნას  მტერი  მტერზე  ერთმანეთზე   მიწეული, ჯერ დასცლიან ზარბაზნებსა, ხმა აქვსთ ზეცას აწეული,
მერმე  ესვრის  ქვეითობა,  ჩახმახი  აქვსთ  მოწეული, მასთან დასცლის ცხენიანიც მეთოფეცა გულად სრული.

ერთმანერთზე რა დასცლიან თოფს, შეუტევს მეშუბარი, მეწინავეს სხვა დროშები ზურგს მოაბამს, ვით კლდე მყარი,
ვინცა  ვარგა  ვაჟი-კაცი,  წინ  მივიდეს,  არ   დამდგარი, ნთორმეტს შუბზე გარდაწყვეტან - უთქვამსთ, დადებული არი.
სრულიად

თეიმურაზ II ბაგრატოვანი

литература, средневековье, Сакартвело, военная история

Previous post Next post
Up