Apr 30, 2012 23:24
ცოტა ხნის წინ ერთ საინტერესო შემთხვევას შევესწარი საამრშუტო ტაქსში ჩემს გვერდით ორი ახალგაზრდა გოგო მგზავრობდა,ისე ხმამაღლა საუბრობდნენ ჩემდა უნებურად მათი პასიური მსენელი გავხდი.
დაზარალებული იყო ერთ ერთი,რომელიც თავის გულის მესაიდუმლეს ოჯახში გადამხდარ წინა დღის ისტორიას უყვებოდა(ჩემი მეუღლე დათვრება და მხოლოდ მაშინ მცემს,ისე კი ოქროა სიფხიზლეში)ეს სიტყვები ძალიან ჩვეულებრივად თქვა, არც ემოცია ,არც სინანული,იმ წუთში მომინდა სახე მენახა,შევხედე მორიდებულად თან არ მინდოდა შეემჩნია,რომ ძალაუნებურად მისი გულის მესაიდუმლე მეც გავხდი. გოგონა ამ ტაბუდადებულ თემაზე მეგობართან(ვერ მივხვდი ვინ იყო მეგობარი თუ ნათესავი)სამარშუტო ტაქსში აგრძელებდა საუბარს .ძალიან შემრცხვა , გავბრაზდი, შემეცოდა მომინდა პასუხი გამეცა დამერიგებინა რჩევა მიმეცა...
ეს არ არის მხოლოდ მისი პრობლემა.თუმცა ?!
...საქართველოში არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, საკონსულტაციო ცენტრები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლს ეხმარებიან, თუმცა, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის პრობლემას ამხელს და კონსულტაციისათვის ამგვარ დაწესებულებას მიმართავს.
რამდენიმე გაჩერების შემდეგ მსხვერპლს მოძალადე მეუღლემ დაურეკა გოგონამ მშვიდი და წყნარი ტონით უპასუხა თითქოს არაფერი მომხდარა, მე მალე მოვალ საყვარელო ,შენ ხომ დამპირდი არ დავლევო?! რას აკეთებ?..."შეხმატკბილებული" დიალოგი მალე დასრულდა...
არ ვიცი ვინ ვის რა დაჰპირდა,მაგრამ ფაქტია , რაც უფრო ნაკლებადგანვითარებულია ქვეყანა, პატრიარქალური ტენდენციები უფრო ძლიერია!
ძალადობა.პრობლემა.დაზარალებუ