დღეს დავასკვენი თუ ორგანიზმი თვითონ იღვიძებს დილით ადგომა ადვილი ყოფილა, ...დილის ექვსის ხუთ წუთზე გამეღვიძა,მაღვიძარამ ექვზე უნდა დარეკოს,ვიფიქრე ძილს გავაგრძელებ...ვერ დავიძინე...დავიწყე ფიქრი,როგორ დამეგეგმა დღე...შვიდზე სამსახურში უნდა ვიყო...
გონებაში გადავანაწილე დღის გეგმა...ავდექი ჩავრთე მუსიკა საშუალო ხმაზე... ეს სიმღერა
http://www.youtube.com/watch?v=ndACVHaCuuY დადებითი ენერგიის „მოკრებაში „:) დამეხმარა...
რა კარგია დილით ადრე გაღვიძება! როცა ექვსი საათიდან იწყებ დილას, ატყობ, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობ. საქმეც შედეგიანი, დღეც უფრო შინაარსიანი ხდება. ვოცნებობ ისეთ დროზე, როცა ქალაქის რიტმი დილაადრიან დაიწყება....
ზუგდიდში ექვს საათზე ბნელა...აქა იქ კანტი კუნტად მოძრაობს ტაქსი...ქალაქს სძინავს ღრმა ძილით... მე კი არ მძინავს 6 საათზე...ჩემი სამუსაო დრო დღის სამ საათზე დასრულდება,თქვენი კი გაგრძელდება ალბათ 5- 6 მდე:)წარმატებულ დღეს გისრვებთ.