რადიოს დღეს გილოცავთ:)

May 23, 2011 20:00

პოსტის წერისთვის კარგი ამინდია,თუმცა წერის განწყობაზე არ ვარ,,თუ წერის ხასიათზე არ ვარ,რატომ ვწერ? არ ვიცი,ალბათ სულ მარტო ვარ და მინდა უარყოფითი ენერგიისგან დავიცალო...დღეს ორშაბათია "ჩემს" რადიოში ყოველ ორშაბათი თათბირით იწყება.... არ მომწონს თათბირები...დიდი დრო მიაქვს და ერთიდაიგივე მეორდება... ერთიდაიგეივე იმიტომ,რომ (ჩვენ) ვართ .....არ გავაგრძელებ...
დიდი ხანია რაც რადიოში ვმუშაობ,მიყვარს რადიო,დაავადებული ვარ J დღესაც ვამბობ,რომ რადიოს თავს ვერასოდეს ვერ დავანებებ,საინტერესოა რატომ ვარt ეთერზე დამოკიდებულები?! არ ვიცი.ატრიბუტები,რომელთანაც ხშირად მიწევს შეხება ესენია:მიქშერი,მიკროფონი ,კომპიუტერი და მასში ჩაწერილი პროგრამები:რადუგა, ,ვინაპი,adobe audtion,vegass... მიყვარს ჩემი პატარა სტუდია,რომელიც უამრავ სასიამოვნო მოგონებებს ინახავს...



მსენელთან ურთიერთობა სულ სხვააა... მათთან იჭრები დაუკითხავად, ელაპარაკები უშუალოდ, ზოგჯერ აბრაზებ,ახარებJ
მიკვირს კიდევაც,როდესაც სტუდიაში რეკავენ და თითქოს ისე გელაპარაკებიან მათი დიდი ხნის მეგობარი ვიყო,დღემდე მიჭირს ამასთან შეგუება...
მე ბედნიერი ვარ,რომ გავიცანი ბევრი მსმენელი და შევიძინე საუკეთესო მეგობრები,თანამშრომლების სახით. ერთ ერთი მათგანი (მაიკო) ამ წუთას მირეკავს,მომიკითხა ,როგორ ხარო?!:)დღეს ძალიან ცუდად ვარ გამაბრაზეს,გავაბრაზე...არ ააქვს მნიშვნელობა,ცუდ ხასითზე ვარ,თუ ცუდად ვგრძნობ თავს,უნდა გავიღიმო და „ვითამაშო „ ეთერში,რთულია,თუმცა „ სასიამოვნო“
მიყვარს რადიო და უკეთს შემთხვევაში მინდა ჩემი რადიო მქონდეს,სადაც მხოლოდ სულით“რადიოშნიკებს „მოვიწვევდი.
დღეს 23 მაისია ქართული რადიოს დღე.გილოცავთ!



Previous post Next post
Up