ღმერთი სიყვარულია...

Oct 27, 2007 03:52

tekla http://livin.mylivepage.com
ღმერთი სიყვარულია...

ასე შეიყვარე მოყვასი შენი: არ განრისხდე და ბოროტს ნუ ჩაიდებ გულში მის მიმართ; უფლებას ნუ მისცემ თავს, რომ უთხრა მას რაიმე დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და დამცინავი სიტყვა, შეძლებისდაგვარად შეინარჩუნე მასთან მშვიდობა; იყავი მორჩილი მის წინაშე; ნუ იძიებ შურს ნურც პირდაპირ, ნურც ირიბად; ყველაფერში, რაშიც შეიძლება დაუთმო, დაუთმე; გადაეჩვიე გაკიცხვასა და კამათს, უარყავი ისინი, როგორც ნიშანი სიამაყისა და ამპარტავნებისა. ილაპარაკე კარგი იმათზე, ვინც გკიცხავს. მიაგე კეთილი ბოროტის წილ. ილოცე იმათზე, ვინც გაყენებს სხვადასხვა დამცირებას, წყენას, დევნას (მათე 7. 1-12). არასდროს, არცერთი მიზეზით არ განიკითხო ვინმე, ისიც კი არ თქვა ვინმეზე, კარგია იგი თუ ცუდი, ყოველთვის თვალწინ გედგას ის ერთადერთი, ყველაზე უღირსი ადამიანი, რომლისთვისაც პასუხი უნდა აგო უფლის წინაშე - საკუთარი თავი. მოექეცი მოყვასს ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ (მათე 7. 1-12). გულის სიღრმიდან ამოიღე და მიუტევე ადამიანებს შეცოდებანი შენს წინაშე, რათა მამაზეციერმა შენც შეგინდოს შენი უთვალავი შეცოდებანი... და ბოლოს, ნუ დააზიანებ ძმას შენსას მრავალსიტყვაობით, უქმადმეტყველებით, ახლო ნაცნობობით და მის მიმართ თავისუფალი დამოკიდებულებით. მოყვასთან ასეთი საქციელით მოიხვეჭ მის მიმართ უფლის მცნების შესაბამის და უფლის მოსაწონ სიყვარულს; ამ სიყვარულით გაიხსნი კარს უფლის სიყვარულისაკენ.

მამა ლაზარეს წიგნიდან
http://livin.mylivepage.com/blog/111/135
Previous post Next post
Up