წიგნი საქართველოს ისტორიაზე - უჩვეულო განხრით

Jul 15, 2010 22:44

2007 წლის დეკემბერში გამოიცა ბატონ იური ყეინაშვილის მეორე წიგნი სერიიდან "რაინდულო საქართველოვ, აღსდექ!", სახელწოდებით "მოხეტიალე ბეწვმოსილი".



წიგნი მიეძღვნა საქართველოს ისტორიას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან უჩვეულო განხრით. თავს ნებას მივცემ რამდენიმე ციტატა მოვიყვანო:

=============

რედაქტორისაგან

წიგნი, რომელიც თქვენ ახლახან გადაშალეთ, ისტორიის ან ეთნოგრაფიის აკადემიური გამოცემა არ გახლავთ; ამ ფურცლებზე ქართული ყოფის მატიანე მისტიურ-ეზოთერული შუქის ფონზე იკითხება.

დედამიწაზე ყოველ ერს თავისი კოსმოსური მისია გააჩნია, რომელიც არცერთი ჩვენთვის ცნობილი მეცნიერების ენაზე არ იშიფრება - ამისათვის იდუმალი მოძღვრების ანბანი უნდა მოვიშველიოთ.

მთლიანად

წინასიტყვაობა

"ქართველები უძველესი კულტურის ხალხია, ეს ერი, თავისი ძეგლებითა და გმირული ისტორიით, უმდიდრესი ერია; მისი წარმოშობის ფესვი უხსოვარ წარსულში იკარგება. დანამდვილებით არავინ იცის, ვის ენათესავებიან ისინი - ძველ შუმერებს, ეტრუსკებს თუ ბასკებს…

კავკასიაში ცხოვრობს უძველესი კულტურისა და ენის მფლობელი ევროპელი ხალხი. ამ ხალხის გაცნობა დიდად გაამდიდრებს მკითხველთა შემეცნებას, განუზომელ სულიერ სიამოვნებას მიანიჭებს მათ.”

შარლ ჰუმელი (ჟურნალისტი, მეცნიერი, ჟურნალ "ატლანტისი"-ს რედაქტორი)

წინასიტყვაობა მთლიანად

წიგნი შედგება 11 კარისაგან, ასეულობით სურათს მოიცავს, ხოლო გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი 9 გვერდს იკავებს. გარდა ამისა, მას ერთვის CD ქართული ხალხური სიმღერების ორიგინალური შესრულებით.

ცოტა მეტი ინფორმაცია ორივე წიგნოს შესახებ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ რაინდი.გე გვერდზე.

საბრძოლო ხელოვნება, იური ყეინაშვილი, საქართველო

Previous post Next post
Up