არა ერთხელ აღმინიშნავს, ზოგიერთი სურათი რამდენიმე ათეული წლის ძიების შემდეგ რომ ამომიცვნია....
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. 15 წელზე მეტია რაც ეს ფოტო გადამაღებინა ქ-მა ცეცილია მაჭუტაძემ-კუპრეიშვილმა (მისი დედა ალალი დეიდაშვილია მერი და თამარ შარვაშიძეების). ქ-ნმა ცეცილიამ მიანიშნა მხოლოდ ბიძამისზე _ ფუხული დადიანზე (შავი ჩოხითა და ფაფახით).
გავიდა დრო და ამოვიცანი წარმოშობით აბაშელი მეწარმე სამსონ მიმინოშვილი (მარცხნიდან პირველი). მისი სურათი 1990-იან წლებში აბაშის რაიონულმა გაზეთმა დაბეჭდა. ის გასაბჭოების შემდეგ, საფრანგეთში გადაიხვეწა და იქვე აღესრულა. სამსონს გვერდით უდგას მეღლე ლუბა მიქაძე. კიდევ რამოდენიმე წელი გავიდა და საქ. სახ. არტისტის, ქალბატონ მარინა მხეიძის საოჯახო ალბომში მამამისის მამიდაშვილის თამარ ზარნეკაოს ფოტო ვნახე (თამარ შარვაშიძე რძალი იყო ქუთაისში მცხოვრები - პრინც კონსტანტინე ოლდენბურგელისა და აგრაფინა ჯაფარიძისა). მარჯვნივ სამხედრო ფორმაში ოფიცერი ანდრო დადიანია, დაიღუპა 1918 წელს სომხებთან შეტაკების დროს. როგორც ვახსენე ფაფახით დგას ფუხული დადიანი, ანდროს სიძე. ქ-ონ ცინუკი დადიანის მამა, დები შარვაშიძეების დეიდაშვილი. ეს იყო და ეს, რაც ამ ფოტოს შესახებ შემეძლო მეთქვა წლევანდელი წლის 20 აპრილამდე....
20 აპრილს გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ ცენტრში ჩემი წიგნის ,,ქართულ-აფხაზური ალბომის,, რედაქტორს ქ-ნ ხათუნა ჭურღულიას ვესტუმრე. სხვა ფოტოებთან ერთად ეს ფოტოც ვაჩვენე და მისმა პირველივე ფრაზამ, როგორც იტყვიან, გაკვირვებისგან პირი დამაღებინა.... პაატა მერის ასეთი შესანიშნავი ფოტო თუ გქონდა აქამდე რატომ არ მაჩვენეო?
თქვენს წინაშეა საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ფოტოსურათი მერი შარვაშიძისა (შუაში თეთრ კოფტაში). თამარის გვერდით ზის დები შარვაშიძეების დედა - ნინო გრიგოლის ასული მხეიძე.
ტექსტი და ფოტო
Paata Kurdovanidze