9К58 "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ცალკეული დივიზიონი, ტოჩკა-უ" - შეტევითი კლასის იარაღი, 50-მდე ტანკი, 150 საბრძოლო ქვეითი მანქანა, ცოცხალი ძალა - 4 ათასი ჯარისკაცი ცხინვალის რეგიონში, საერთო ჯამში აფხაზეთში წარმოდგენილი ცოცხალი ძალის რაოდენობა 5500 ჯარისკაცამდე, ეს-300 ტიპის ჰაერსაწინააგმდეგო კომპლექსები - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეიარაღებისა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განთავსებული და რომლის სრულ ჩამონათვალსაც ჩვენს სიუჟეტში ნახავთ. სამხედრო და პოლიტიკურ საფრთხეებზე მოისმენთ როგორც ქართველი ექსპერტების, ასევე რუსი სამხედრო ჟურნალისტის მოსაზრებებსაც. ასევე, ნაჩვენები იქნება რუსი სამხედროების წვრთნები და ფიზიკური მომზადების ვიდეო კადრები რომელიც გადაღებულია ცხინვალის რეგიონში. მასალა მომზადებულია ღია წყაროების დაყრდნობით.
Click to view