ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე წინასწარი გამოძიების დაწყების ვალდებულება

Dec 19, 2013 15:40


საქართველოს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

წინასწარი გამოძიების წარმოების ზოგადი დებულებანი

თავი XXXIII

წინასწარი გამოძიების ზოგადი დებულებანი (25.03.2005 N1204)

მუხლი 261. წინასწარი გამოძიების დაწყების მოვალეობა (25.03.2005 N1204)

დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულნი არიან დაიწყონ წინასწარი გამოძიება. გამომძიებლის მიერ წინასწარი გამოძიების დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს.

მუხლი 263. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ (25.03.2005 N1204)

1. წინასწარი გამოძიების დაწყების საფუძველია ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ, რომლებიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს ფიზიკურმა ანდა იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო ან თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებმა, თანამდებობის პირმა, ოპერატიულ-სამძებრო ორგანომ, ბრალის აღიარებით გამოცხადებულმა პირმა, ანდა ისინი მოძიებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, აგრეთვე უშუალოდ სისხლის სამართლის პროცესის ორგანოს მიერ საქმის გამოძიებისას აღმოჩენილი ცნობები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ორგანოს წარმომადგენელი დანაშაულის თვითმხილველი ან დაზარალებულია, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გამოვლენილი ცნობები.

მუხლი 265. დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების განხილვის წესი (25.03.2005 N1204)

1. ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი.

2. ზეპირი ცნობის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განმცხადებელი და განცხადების მიმღები თანამდებობის პირი.

3. სისხლის სამართლის საქმის პირველადი დოკუმენტია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დოკუმენტი.

4. 14 წელს მიღწეულ განმცხადებელს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებენ ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის შესახებ.“.

თავი XXXIV

წინასწარი გამოძიების ჩატარების პირობები

მუხლი 270. წინასწარი გამოძიების სავალდებულოობა (25.03.2005 N1204)

1. ამოღებულია (25.03.2005 N1204)

2. წინასწარი გამოძიება, რომელსაც გამომძიებელი ან პროკურორი ატარებს, სავალდებულოა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, კერძო ბრალდების საქმეთა გარდა.

3. კერძო ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ტარდება დაზარალებულის ან განსასჯელის მოთხოვნით, პროკურორის წინადადებით, თუ მხარეები არ არიან ამის წინააღმდეგი, და მოსამართლის ინიციატივით.

(საქართველოს 1999 წლის 13 მაისის N1958 კანონი, „საქართველოს რესპუბლიკა“ N130 18.05.99წ.)

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 110. მტკიცებულების ცნება

[...]

2. მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია:

[...]

კ) ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონია პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით. (25.03.2005 N1204)

Мерабишвили, закон, правосудие

Previous post Next post
Up