გელა ჩარკვიანის ფილმი "ქართველები კრემლში და მის გარეთ". კანდიდ ჩარკვიანის მემუარების მიხედვით

Jul 13, 2012 22:53


ქართველები კრემლში და მის გარეთ

საქართველოს ცკ პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი ფილმის ხუთივე ნაწილში მოგვითხრობს იმ პეროდზე, როცა მსოფლიოს უდიდეს იმპერიას იოსებ სტალინი მართავდა, ხოლო მის დირექტივებს საბჭოთა ქვეყნის ნომერ პირველი ჩეკისტი ლავრენტი ბერია ასრულებდა. კანდიდ ჩარკვიანი 1938 წლიდან 1952 წლამდე სათავეში ედგა საქართველოს კომუნისტურ პარტიას. იგი რეგულარულად ხვდებოდა სტალინს, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სიტუაციებში. ფილმში ასახულია ცკი-ს პირველი მდივნის დანახული სტალინური ეპოქა ბოლშევიზმიდან სტალინურ სოციალიზმამდე. შეხვედრები ბელადთან, მოგონებები მისი პირადი ცხოვრების გაუხმაურებელ დეტალებზე, მშობლებზე, ბავშობაზე, შვილებზე და პარტიულ მეგობრებზე.



1. მარქსისტები და ეროვნულობა  >>>                                                   
რა  როლი ითამაშა სტალინის წარმომავლობამ მის პოლიტიკურ კარიერაში? სარგებლობდა თუ არა საქართველო რაიმე პრივილეგიით იმის გამო, რომ სტალინი ქართველი იყო და კრემლის პოლიტიკას ქართველები განსაზღვრავდნენ? ფილმის ამ ნაწილში კანდიდ ჩარკვიანი გვაცნობს სტალინის შეხედულებებს ერების ასიმილაციაზე. ის იხსენებს საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის სტალინურ გეგმას, კრემლში ამ გეგმის განხილვის პერიპეტიებს და მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის კუთხურ ნაციონალიზმს.                                                                      
2. საბჭოური მეტამორფოზები  >>>

ფილმში ნაჩვენებია როგორ იწერებოდა რკინის ფარდის მიღმა ხალხების ახალი ისტორია, როგორ იცვლებოდა ისტორიაზე მეტად გეოგრაფია. როგორ დაინერგა სტალინურ ეპოქაში ერების გასახლების და მათი ტერიტორიების სხვებისთვის გადაცემის პრაქტიკა. კანდიდ ჩარკვიანი ყვება, რას ფიქრობდა სტალინი საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთებაზე და ბოლშევიკების მიერ საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნებაზე.   


3. წარმატებები და პარანოია  >>>

ამ ნაწილში ნაჩვენებია, როგორ მოიპოვა სტალინმა აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი დიქტატორის მდგომარეობა. როგორ განვლო საბჭოთა სახელმიფომ სტალინის ხელმძღვანელობით გზა გუთნიდან ატომურ იარაღამდე. კიბერნეტიკის და გენეტიკის ცრუ მეცნიერებად გამოცხადების ფონზე ჩარკვიანი იხსენებს სტალინის მიერ ქართული ლიტერატურის კლასიკოსით, ვაჟა-ფშაველათი დაინტერესებას და მისეულ შეფასებებს. საუბრობს ომის შემდეგ საბჭოთა მონსტრის შექმნის ისტორიაზე, რომელსაც კვლავ ეჭვიანობა, დასმენა, შპიონომანია ედო საფუძვლად.

4. შეხვედრა წარსულთან  >>>

კანდიდ ჩარკვიანი ფილმში საუბრობს 'კრემლის ქართველების' თვისებებზე. ჩარკვიანი იხსენებს კუნცევოს აგარაკზე განმარტოებულ სტალინთან შეხვედრებს სუფრასთან, რომელსაც მუდმივად ავრენტი ბერია თამადობდა. საუბრობს სტალინურ მენიუსა და პოლიტბიუროს ალკოჰოლურ მიდრეკილებებზე. ჩარკვიანი იგონებს სტალინის ხოვრების ბოლო პერიოდს, როცა წლების მატებამ ბელადის სულსაც დაატყო კვალი. ასკეტი ბოლშევიკი, რომელიც დედის დაკრძალვასაც არ დასწრებია, მოულოდნელად მშობლიური გორის ნახვის სურვილს გამოთქვავს, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შუა გზიდან უკან ბრუნდება. ჩარკვიანი იხსენებს ლიკანსა და წყალტუბოში დასასვენებლად ჩამოსული ბელადის გატარებულ დღეებს, რომელიც ჩარკვიანისთვის მოგვიანებითა საბედისწერო გამოდგა.

5. ეპოქის ფინალი  >>>

ფილმის ბოლო ნაწილი მთლიანად ეთმობა კრემლში სტალინის მიერ მიღებულ ერთ-ერთ ბოლო დადგენილებას, რომელიც საქართველოში გამეფებულ მექრთამეობას და ცკ-ში მოქმედ კუთხური პრინციპით შექმნილ ანტიპარტიულ ჯგუფს ეხება. სწორედ სტალინის ამ დადგენილებით დაიწყო მეგრელთა საქმე, რომელმაც ფაქტობრივად შეიწირა ჩარკვიანის პოლიტიკური კარიერა. იგი თანამდებობიდან გათავისუფლეს და საქართველოდან შუა აზიაში გადაიყვანეს, რაც მაშინ გადასახლების ტოლფასი იყო. როგორც თავად ჩარკვიანი ყვება, ამ საქმის მიზნები სცილდებოდა ქართულ პარტიულ პოლიტიკას და მისი საბოლოო მიზანი კრემლისკენ იყო მიმართული, სადაც სტალინი მორიგი წმენდის ჩატარებას აპირებდა. ამ დროისთვის სტალინი თავის მთავარ მოწინააღმდეგედ უკვე მეორე ქართველს, ლავრენტი ბერიას მიიჩნევდა. გეგმა არ განხორციელდა. ბელადი გარდაიცვალა, 3 თვის შემდეგ ლავრენტი ბერია მაინც დაიჭირეს და დახვრიტეს.



დამატებით: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა წიგნად გამოსცეს სტალინის დედის მოგონებები, რომელიც 1935 წელს, თავად ეკატერინე (კეკე) გელაძის  კარნახით, გარდაცვალებამდე ორი წლით ადრეა ჩაწერილი. წიგნის გამოცემამდე სტალინის დედის მოგონებები მხოლოდ მკვლევარებისათვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მკითხველს საშუალება ეძლევა პირველწყაროდან გაეცნოს სტალინის სიყმაწვილის ამსახველ ტექსტს, რომელიც ნათელს ჰფენს ბევრ ისეთ საყურადღებო დეტალს, რომელმაც გავლენა იქონია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უსასტიკესი იმპერიის მმართველის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე.  (გაგრძელება  >>>)
Грузия: двойственное отношение к Сталину (2005 г)

Гела Чарквиани своими глазами видел Сталина всего один раз. Ему тогда было 11, но он и сегодня помнит все до мельчайших деталей. Дело было в 1950 г.: отец Гелы, Кандид Чарквиани, уже 12 лет был первым секретарем компартии Грузии. В тот знаменательный день отец взял его на воздушный парад в Тушино, где должна была состояться демонстрация первых советских вертолетов. (Далее  >>>)
Originally posted by >

Сталин, фильм, история

Previous post Next post
Up