გიწვევთ ფეჲსბუქის ჯგუფში -

Nov 02, 2009 18:25



მე ვარ ,,მამაბუასილი''!!!
ეს ჯგუფი ჩამოყალიბდა ერთი მთავრი იდეის და მიზნის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
ის არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ახალი კერპის ან კერპების შექმნას. 
ვისთვისაც მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლება (ვისთვისაც არ უნდა იყოს ის მიუღებელი), მიუხედავად იმისა ვიაზიარებთ თუ არა ჩვენ ამა თუ იმ აზრს, შემოგვიერთდით, რათა დავიცვათ ყველა ჩვენთაგანის უფლება და დავიცვათ ის ადამიანები ვინც ჩვენს საკეთებელ საქმეს აკეთებენ. არ დაგავიწყდეთ: თუკი ყველაზე მიუღებელი აზრი იქნება დაცული, მაშინ ყველა ჩვენთაგანის აზრი იქნება დაცული!

კახა ბენდუქიძე:

"სიტყვის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია დასცინოს ნებიმიერი საჯარო პირს, გამოთქვას მასზე ნებისმიერი აზრი და ამისათვის არ დაისაჯოს სახელმწიფოს მიერ, არამედ პირიქით - სახელმწიფომ დაიცვას მისი ეს უფლება. შეიძლება ეს ძალიან უხამსი ან უზრდელი ქცევა იყოს, რაზეც მისმა კოლეგებმა ან ნათესავებმა ანდა მთელმა საზოგადოებამ ეს ადამიანი გაკიცხოს, მაგრამ ეს სხვა საკითხია"

"არ მიყვარს პათეტიკა. არც მამა ბუასილი. მაგრამ დღეს მამა ბუასილის გვერდით დგომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასთან ესთეტიური ან იდეოლოგიური კამათი. არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქრისტიანი ხარ თუ ათეისტი. როცა დანიაში ფაშისტებმა ებრაელები აიძულეს ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინათ, დანიის მეფემ და დედოფალმა თავიანთ სამოსზეც დაიკრეს ყვითელი ვარსკვლავები. ჩვენც დღეს მამა ბუასილები უნდა გავხდეთ."

მამა ბუასილი

Previous post Next post
Up