(no subject)

May 24, 2005 17:12

რომ წარმოვიდგინოთ ენები,როგორც ცალკედ მდგარი ვაზები , მსოფლიოს ენათა ერთობლიობა,როგორც ვენახი,ლიტერატურა კი ღვინოდ,რომელიც ამ ვენახში მოსული ბარაქიდან დაიწურება,საინტერესო ხდება თვალყურის დევნა. ყურძნის ხე (ერთი რომელიმე ენა)თავისი რტოებით მიიწევს მეზობლისკენ,ეხვევა და ეფერება.ვთქვათ ამ ვენახში ყველა ვაზი(ენა) სხვა ჯიშისაა. მტევანები,რომლებიც ებმება ვაზის ხელებს,დამწერლობაა,სიტყვებად აგებული. ბუდეშური და თითა გრძელ მარცვლებიანი,კიჩერი და ქიშური მომრგვალო,ხარის თვალა დიდროვანმარცვლიანი და მრგვალი,ჩიტის თვალა წვრილმარცვლიანი,სააბი შავი და ტკბილი,საფერავიც შავი,ღვინის შესაღები წითლად,სკიჯი, კრიკინა და რძღვამლი ველური, უმუშავარი,ქიშმიში და ჩამიჩი,და კიდევ რამდენი...
ვაზი ვაზში იხლართება და უკვე დარწმუნებით ვერ იტყვი,რომელს გამოება ის ლამაზი მტევანი...
ქართულის და ებრაულის ენების ერთმანეთში გადაბმაც მომხდარა. ამ ორი ვაზის შუა ადრე არამეული ვაზი ჰყვაოდა,დამტვერა მეზობლები და ამით თავისი გემო მისცა მათგან დაწურულს. ებრაულ ენაში სიტყვების დიდი ნაწილი,რომლებიც א (ალეჶით)იწყება(უფერო ხმოვანი ,რომელიც მომდევნო ხმოვნის ელფერს ღებულობს ყოველთვის სიტყვაში),არამეული წარმოშობისაა . პირველი, შემონახული თორის ენა არამეულია.დღემდე შემორჩენილი ქართუელთა პირველი ნაწერი ქვაზე - არამეულია...
პარალელები არამეულიდან:
ქ ა რ თ უ ლ ი --- ე ბ რ ა უ ლ ი
მოსახლეობა - ოხლოსია
პირადი - პრატი
დუმილი - დუმია
ამინ - ამინ
ბარაქა - ბარახ(ქ)
ეს შემჩნეულიდან...
ვარდი - ვერედ
საპონი - საბუნ
აშკარა - აშკარა
ეს კი არაბულიდან...
Previous post Next post
Up