არ მეგონა..

Oct 02, 2012 10:40

..რომ ამ საწყალ ქვეყანაში ამდენი ნაგავია.
პირდაპირი მნიშვნელობით.
ამდენი დეგენერატი და მოღალატე.

რა უნდა ეშველოს ქვეყანას, რომლის მოსახლეობას იმის გააზრება არ აქვს,
რა "ადამიანებიც" მოვლენ ეხლა პარლამენტში და ქუჩებში:
ღიპის მფხანეები და ფულის მჭამელები, სანიკიძე-ხომერიკები.
შუშანაშვილები და "დედ ხასან"-ები.
"ბესპრედელშიკები" და "კაი ბიჭები".
"სპრავედლივი ხალხი".

თქვენი საკუთარი ხელებით თქვენი შვილები იმათ "კომპანიაში" დააბრუნეთ, "ჩემი დედა მოვტყან" და "ბოზის შვილი ვიყო"-ს მეტის მთქმელები რომ არ არიან, სკოლების და უნივერსიტეტების ტუალეტებში რომ დგანან და თქვენ შვილებს ფულს რომ სძალავენ.

თქვენ, თქვენი საკუთარი ხელებით რეალობად აქციეთ მათი
"ცისფერი ოცბება" - მილიონების დათრევა "კანონიერად".

რას ვიფიქრებდი, რომ რვა წლის მერე, ზრდის და განვითარების მერე, ამდენი შეცდომის მერე,
ხალხი ქურდებს და "ქურდებს" მოიყვანდა ქვეყნის სათავეში ფულის სანაცვლოდ.

თქვე ნამუსის გამყიდველებო!
ღირსები ხართ ოკუპაციის კი არა- გადაშენების. ევროპის კი არა - სომალის.

ზოგი-ერთი დამესევა ეხლა, რეებს იძახიო ბიჭოო.
დამიჯერეთ, თქვენზე მეტად მინდა ვცდებოდე.
თქვენზე მეტად მინდა ეს ყველაფერი მარტო ჩემი ანერვიულებული და სამუშაოსგან  გადაღლლი ტვინის პესიმისტური ფანტაზია იყოს.
მაგრამ არა მგონია.
სულ ცოტა ხანში ვნახავთ შედეგს იმისა თუ რა არჩევანი გაკეთდა.

საწყალო საქართველოვ, ჩემო სამშობლოვ,
გფარავდეს ღმერთი.

Черт-те что, жизнь, кремляди и их шестёрки

Previous post Next post
Up