Письмо из "ниоткуда" ценою в карьеру .

Apr 15, 2013 23:50

Сегодня вечером на ФБ  было опубликовано письмо -обращение . Автор письма брат бывшего главы МВД и Минобороны  Грузии  Бачо Ахалая - Дато Ахалая . Он уже полгода живет заграницей из-за опасения уголовного преследования со стороны новых властей Грузии ( Read more... )

Саакашвили, Ахалая, Мерабишвили, политика, Иванишвили, Грузия, конфликт

Leave a comment

lagunamarfa April 18 2013, 06:21:18 UTC
მედეა: ოქროს საწმისი, სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილს მივყიდე
"იაზონი, უბრალოდ, ფარად გამოვიყენე, სინამდვილეში კი ოქროს საწმისი ბიძინა ივანიშვილს მივყიდე", - ამის შესახებ "სოფოკლე-ნიუსს" კოლხეთის მეფის ასულმა განუცხადა.
მისი თქმით, მამის მოტყუებას და სამშობლოს ღალატს ნანობს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის შუამავლის შეუვალ ტონს ვერ გაუძლო.
"შუამავალი გია ხუხაშვილი იყო, რომელმაც მითხრა, რომ უარის შემთხვევაში ნოქალაქევის ციხეში ფარულად გადაღებულ ჩემს მაკომპრომატირებელ კადრებს გაავრცელებდა, სადაც მე და იაზონი ვზასაობთ", - თქვა მედეამ.
მისივე განცხადებით, ოქროს საწმისის ტრანსპორტირება ნოქალაქევიდან ქუთაისის პორტში მოხდა, სადაც მას დეპუტატი და ქუთაისის პორტის დამაარსებელი ნიშნიანიძე დახვდა, ქუთაისიდან კი სასაპალნე პინგვინებით საწმისი ჭორვილაში გადაიტანეს.
მედეა აცხადებს, რომ მისი ღრმა რწმენით, საწმისის დაბრუნება შესაძლებელია: "როგორც ნამდვილი დედა, შვილებს გეფიცებით, ძალიან ვნანობ, რაც მოხდა, მაგრამ იმედი მაქვს, საწმისს დავიბრუნებთ", -აცხადებს მედეა.
მასალის გამოყენების პირობები:
ტექსტის კოპირება ნებადართულია.
გაზიარება: ტემ ბოლეე.
ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაში გამოყენების შემთხვევაში აქტიური ჰიპერბმულის მითითება აუცილებელია.

მარიკა აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცმა 106 წლის ბებო ვანო მერაბიშვილის დაკვეთით გააუპატიურა.

"მოგესალმებით მეგობრებო,
აგერ უკვე 2003 წლიდან ხმა არ ამომიღია და გადავწყვიტე დავარღვიო დუმილი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ ფორმით განცხადებების გაკეთება არ მჩვევია, მაგრამ უკანასკნელ პერიოდში ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენებმა მაიძულა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა.
მინდა მოგახსენოთ, რომ ჯოჯოხეთში არც ისე ცუდია, როგორც ამბობენ. ყოველ დილით ცხელ ფაფას გვაჭმევენ... მაგრამ (!) საქმე სულ სხვა რამეს ეხება. მსურს განვაცხადო, რომ ვანო მერაბიშვილის დაუოკებელმა სწრაფვამ ძალაუფლებისაკენ გაანადგურა ჩვენი იდეა დასავლური, დემოკრატული საქართველოს შესახებ, რომლის აქტიური მხარდამჭერი გემახსოვრებათ სიცოცხლეშიც გახლდით, და მითუმეტეს სიკვდილის შემდეგაც ჩემს აუხდენელ ოცნებად რჩება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ყოველივე ამის შემაფერხებელი აღმოჩნდა ერთი კაცი.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ შემაშფოთებელი და გამაღიზიანებელია ის, რომ სააკაძის მოედანზე პონჩიკების საცხობის ნაცვლად საშაურმე გახსნეს! ამასთან, მაღიზიანებს ავთანდილ შოშიაშვილზე უკბილო ხუმრობები!
არ მინდა დამავიწყდეს, და აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ სიცოცხლეში ხო ძალიან დიდი *** ვიყავი და არც ახლა ვაკლებ, რითიც შემიძლია ყველანაირად ვცდილობ ეს სტატუსი შევინარჩუნო.
ჯაბა იოსელიანი, 2013 წლის 17 აპრილი"

ვანო მერაბიშვილი აცხადებს რომ შსს-დან ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების გამო წავიდა.

ჩემი ვოვა ვანო მერაბიშვილის შევეთით გავაჩინე. შეკვეთის დღე კარგად მახსოვს - 19 აპრილი იყო.
მარია შელომოვა-პუტინა.

ევა: ვაღიარებ, რომ ვაშლი ვანო მერაბიშვილის დავალებით შევჭამე და აქ არაფერ შუაშია 19 აპრილი.

Reply


Leave a comment

Up