NDI-ის კვლევების მიხედვით

Dec 20, 2012 01:12

ყველაზე პოზიტიურად განწყობილი საქართველოს დემოკრატიულობის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან

NDI-ის კვლევების მიხედვით, ყველაზე პოზიტიურად განწყობილი საქართველოს დემოკრატიულობის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" (48%) მხარდამჭერები არიან, შემდეგ კი "ქართული ოცნების" (41%) მხარდამჭერები.

იმ ადამიანების 44%, ვინც არცერთ პარტიას არ ემხრობა, თვლის რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატიაა.

გარდა ამისა, NDI-ის მიერ შეთავაზებულ მოსაზრებებზე ყველაზე მეტი მაჩვენებელი აქვს ორ პოზიტიურ მოსაზრებას: "საქართველო დემოკრატიულია, მაგრამ ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას" და "საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ქვეყანა ამ მიმართულებით ვითარდება".

კვლევის შედეგების მიხედვით, როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არჩევნები ძალიან კარგად ან მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარდა. იმ ადამიანებს შორის, ვინც აცხადებს, რომ არჩევნების ნაწილობრივ გაყალბდა, ყველაზე დიდი მაჩვენებელი აქვს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.

რაც შეეხება რუსეთის თემატიკას, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები უფრო ემხრობიან იმ მოსაზრებას, რომ "რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს", "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი მოსაზრებას - "რუსეთი საქართველოსათვის საფრთხეს წამოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია".

კვლევების მიხედვით ასევე ირკვევა, რომ განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, ყველა მიიჩნევს, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საკმარის ინფორმაციას იღებდა იმ პარტიის შესახებ, რომელსაც მხარს უჭერს.

რეიტინგები, პოლიტიკა, საქართველო

Previous post Next post
Up