მარიამობას გილოცავთ!

Aug 28, 2012 22:01




ტომებით ასულო ადამისაო და მადლით დედაო ღმრთისაო, რომელი ხსნისათვის ჩვენისა აღიძრა წყალობით მაღალი იგი, და სათნო ყოფითა მამისათა და წინა მძღვრობითა სულისა წმიდისათა მაღალი იგი ძე ღმრთისა ძედ შენდა იქმნა, და ღმრთეებით უქცეველმან შეიმოსა ბუნება ადამისი, და დახსნა მწუხარება ევასი და ნაშობთა მისთა, ჭეშმარიტო სალხინებელო კაცთა ბუნებისაო, ნოვესზე წყლით რღუნისაებრ ცოდვათა ჩუენთა წარმღუნელო, უფლისა საყვარელისა აბრაჰამისა კარავო და ღმრთისა დამტევნელო, დავით პირველისა მამისა შენისა დაუჭნობელო ვარდო, სოლომონისა ქებაო ქებათაო, რომელსა გარე მოგადგენ სამეოცნი ძლიერნი, იაკობის კიბეო ცად მიმართ აღწევნულო, ჰარონის კვერთხო უცხო სახედ აღყვავებულო, მოსეს მიერ ხილულო მაყუალო ცეცხლ შეუხებელო, ხეო შვენიერო იესეს ძირთაგან აღმოცენებულო, ესაიას მიერ ღრუბლად სულმცირედ სახელ დებულო, ამბაკომისგან მთად ღმრთისად ჩრდილოვანად მოსწავებულო, ყოველთა წინასწარმეტყველთა ჭეშმარიტო მოსწავებაო, მოციქულთა მიერ მრავალ სახედ ქადაგებულო, მოწამეთა სიხარულო და მღვდელთ მოძღვართა სიქადულო, პატიოსანო ძღვენო კაცთა ნათესავისაო, სახელ დიდო და ქალწულო დედობით ახალო, მზესა ქვეშე ყოვლისავე სჯულისა ქებათასა აღმატებულო, შენ, პატიოსანო, ყოვლად წმიდაო ხახულისა ღმრთის მშობელო, მიითვალე შესაწირავი ესე სულისა ჩვენისა სახსრად და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად, და ნაცვლად გვაგენ ღვთისა მიერ წყალობანი შენნი და ამიერითგან კეთილისა მიმართ გვიძღოდი და გვიცევდ და გვფარევდ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. ამინ.
კადნიერებისათვის საქმისა ამის შემნდობელ გვექმენ:.

დაიცავი და ბოროტისაგან დაიფარე საქართველო!

ხახულის ხატი, Хахульская икона, ღვთისმშობელი, ლოცვა

Previous post Next post
Up