არჩევნები ჯოყოლოში - პანკისის ხეობა

Jun 17, 2014 01:27

01:27 17.06.2014

არჩევნები ჯოყოლოში - პანკისის ხეობა



ჩატარდეს ეროვნული გამოცდები, და ყველას ვისაც სკლეროზი, აცჰეიმერი და ა.შ. სჭირს და არაა საღ გონებაზე, ჩამოერთვას ხმის მიცემის უფლება!
(ბოლო ორი არჩევნებიდან გამომდინარე).
ჯოყოლოში, ჰო მგონი საერთოდ ახალი მეთოდიკა მუშაობდა - ბორჯანაძის ხალხს მოყავდათ 80-ს გადაცილებული მოხუცები და ახაზინებდნენ რაც უნდოდათ.
ამომრჩეველთა აქტივობა ასაკობრივად რომ დაიყოს ასე იყო:
(რიცხვები უხეშადაა მოცემული)
სულ 686 ამომრჩეველი ვინც მოვიდა (გადასატანი ყუთი ამაში შედის) 1257-დან.
18 - 35: 15 - 20 ადამიანი
35 - 50: 100ზე მეტი, მაგრად ნუ ვინც ბებიებს არ მოყვა.
დანარჩენები სულ მოდიოდნენ 80-ს გადაცილებული ბებრები და იმათ მოყვებოდნენ დამხმარეები.
ჰო და უმეტეს წილად ამ მოხუცებს ვერ სევატყე რომ საერთოდ რამის აზრზე არიან. ზოგი იმ ასაკში იყო რომ მიქაელს ან გაბრიელს უნდა მიეცა ხმა. ჰო და ვისაც მოჰყავდა ისინი მანიპულირებდნენ მათი ხმებით.
მოკლედ ასეთი მეთოდიკაა, რაც ახალგაზრდების სრული ინდიფერენტულობის წყალობით მუშაობს.

Read more »

read more at Highlander's diary

rss2lj

politics, kakheti

Previous post Next post
Up