00:34 17.05.2013
აბორტები - pro et contra ![](http://3.bp.blogspot.com/-d__W1o91hNA/UZUrYMDN_WI/AAAAAAAAM2A/ZY1TdUNPkf0/s1600/image_large.jpg)
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში გაჟღერდა მოწოდება მთავრობისადმი აიკრძალოს აბორტები, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოების ფართო მასებში.
პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩემი პირადი პოზიცია - მე აბორტების წინააღმდეგი ვარ და აბორტი დანაშაულად მიმაჩნია. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მე არ მოვუწოდებ სხვას გაიკეთოდ აბორტი და დიდი ალბათობით მეთვითონ არ გავიკეთებ აბორტს. თუმცა საკუთარ თავს უფლებას ვერ მივცემ განვსაჯო სხვა, ვისაც აბორტი გაუკეთებია რაიმე მიზეზის გამო. ქალი ამ საკითხში მხოლოდ საკუთარ სინდისთან და უფალთანაა პასუხისმგებელი.
პატრიარქის ეპისტოლის საკმაოდ დიდი ნაწილი ეხება სწორედ აბორტების პრობლემას და ხელისუფლებისადმი მათი აკრძალვის მოწოდებას. სრულიად გასაგებია რომ, ქრისტიანული სწავლებიდან გამომდინარე ეკლესია ვერანაერად ვერ იქნება აბორტების მომხრე. იმასაც ვეთანხმები რომ აბორტების რაოდენობა საქართველოში ყოველგვარ ნორმას სცილდება. საქმე სხვა რამეშია - რას აკეთებს გინდ ეკლესია, გინდ მთავრობა ამ პრობლემის გადასაჭრელად? მთავრობა, გინდ ძველი გინდ ახალი პირდაპირ ვთქვათ საერთოდ არაფერს არ აკეთებს. არასამთავრობო სექრტორი უმეტესწილად მიიჩნევს რომ აბორტი ქალის უფლებაა და არ მიიჩნევს პრობლემის ამ კუთხით დაყენებას კორექტულად.
Read more » read more at
Highlander's diary rss2lj