სამშობლოს სიყვარული ქართულად

May 10, 2013 23:51

23:51 10.05.2013

სამშობლოს სიყვარული ქართულად



ეს ფოტოები გადაღებულია გომბორის უღელტეხილზე რამდენიმე დღის წინ.
რამდენჯერ დაილია აქ ჩვენი ლამაზი სამშობლოს სადღეგრძელო?
ამ ლამაზ ბუნებას გაუმარჯოს!
რამდენმა მოქეიფე ღორმა წამოიძახა და ამაყად ჩაცალა სავსე პლასტმასის ჭიქა და იქვე დააგდო.
შემდეგ სიამაყით გახედა გომბორიდან გაშლილ თვალწარმტაც ხედს, იორის ხეობას, ჯავახეთის ზეგანს …
მერე კიდევ უფრო ამაყად იტყვის
- არცერთი ქვეყანა არაა ასეთი ლამაზი
- რაც კარგები ვართ ქართველები ვართ!
ქართველ კაცს რომ უყვარს სამშობლო, ეგრე ვის უყვარს კიდე!
თან ყველა მოქეიფე ჰო დიდი პატრიოტია, პატრიოტიზმი კი ჩვენში სამშობლოსთვის დალეული სადღგრძელოებით იზომება!



გაახილეთ თვალები და ნახეთ სინამდვილეში როგორ აფასებენ ქართველები მიწა-წყალს.
Read more »

read more at Highlander's diary

rss2lj

marazm

Previous post Next post
Up