ნ.

Mar 19, 2023 14:00


საკმარისია თავის მოჩვენება,თამაში და გაუთავებელი ლაშქრობები. მხოლოდ შენთვის ვიცოცხლებ, სხვებისთვის არ ვიცხოვრებ. მე ვაგროვებ ტუჩებს დაღეჭილი ნაჭრებისგან და დახეული წითელი ნივთებისგან, რომ გკოცნო. მე დავბრუნდები - რომ გიცნო სვანეთში Შხარას მთის აღმართზე მიმავალი. მთის მყინვარები დავამსხვრიე და ყინული ჩავიყარე ჩემს გუგებში ,რომ იხილო თავი ჩემს თვალებში. გავხვრიტე ჩემი ყურსასმენები, რომ შენი სიცილი მოვისმინო. ისე მენატრები... გადადგი ნაბიჯი: უბრალოდ თქვი, რომ არ ვარ გიჟი. და თუნდაც მღელვარე ბათუმში, თავხედურ, კულტურულ ქალაქში ჩვენ ორნი ვეღარაფერს შევცვლით... საერთოდ ვერაფერს გავიგებთ. წყალში ქვებს ვყრით, ხელებს ვიბანთ, ქალაქს შავი ზღვის ტალღით ვრეცხავთ. უზარმაზარი სასტუმროების ნაცვლად, და ასობით მანქანების ნაცვლად , მხოლოდ ნანგრევები იქნება და ჩონჩხები დაჟანგდება. იდუმალებით გაიღიმებ და მეც მშვიდად ისევ გაგიღიმებ. შენ იტყვი: "რა სუფთაა მთის ჰაერი !" მე ხომ გიჟი არა ვარ?! უბრალოდ მითხარი! შემოდი ჩემს სულში ,გადადგი ნაბიჯი! უბრალოდ თქვი, რომ არ ვარ გიჟი.

превратить психоз в прорыв, душевная_регенерация, писанина

Previous post Next post
Up