Грузинским властям свойственно всех предаватьddr_russiaMarch 6 2014, 11:57:04 UTC
აგასი არაბიანი: ღალატი საქართველოს ხელისუფლების ხასიათშია
რუსულენოვანმა სომხურმა საინფორმაციო ინტერნეტპორტალმა voskanapat.info გამოაქვეყნა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთში ჯავახეთის სომეხთა დიასპორის პრეზიდენტთან აგასი არაბიანთან.
ინტერვიუში მოხსენიებულ ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ აზერბაიჯანში მოქმედმა ნაციონალისტურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სპეციალურ წერილში სომხეთთან ურთიერთობის გაწყვეტა მოსთხოვეს, NEWS.GE-მ კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს სთხოვა.
მარგველაშვილის პრესმდივანი თინათინ მჟავანაძე აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილის შესახებ ადმინისტრაციაში ინფორმაციას არ ფლობენ.
NEWS.GE-მ საკითხზე კომენტარი ყოფილ დეპუტატს ვან ბაიბურთსაც სთხოვა.
Voskanapat.info-ს ინტერვიუში დიასპორის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ღალატის შემდეგ თურქეთისა და აზერბაიჯანის ტყვეობაში აღმოჩნდა. მან ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებიც გააკეთა. კერძოდ, მისი მტკიცებით, ევროპასთან ასოცირების შეთანხმების დადების შემდეგ, იაფ ევროპულ პროდუქციას გზა გაეხსნება და ჯავახეთის მოსახლეობა სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდება.
არაბიანი აცხადებს, რომ ჯავახეთში ერთადერთი „დამსაქმებელი საწარმო“ იყო რუსეთის 62-ე სამხედრო ბაზა და მისი გაყვანის შემდეგ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მისი თქმით, ჯავახეთში ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე ქართველები არიან და თუ სომეხი ქართულ გვარს მიიღებს, მაშინ მას დასაქმების პრობლემა აღარ ექნება.
არაბიანი ასევე საუბრობს რელიგიურ დისკრიმინაციაზე. მისი თქმით, ქართული ეკლესია არასამართლიანად სარგებლობს პრივილეგიებით. დიასპორის პრეზიდენტი საკუთარ დამსახურებად აცხადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, ტრადიციული კონფესიები დააფინანსოს 4,5 მლნ ლარით.
გთავაზობთ ამ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:
(...)
აგასი არაბიანი: ღალატი საქართველოს ხელისუფლების ხასიათშია. რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებით, ისინი თავად შევიდნენ ხაფანგში. მათ უბრალოდ არჩევანი აღარ დარჩათ და თურქები და აზერბაიჯანელები სულ უფრო მეტად აკონტროლებენ ქართულ სახელმწიფოს. შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ თავად აირჩია საკუთარი ერის თვითმკვლელობის გზა.
საიდუმლო არ არის, რომ საქართველოში მნიშვნელოვან საკითხებს ფული წყვეტს. შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც ასეა, მაგრამ ამ შემთხვევაში უდავო ფაქტები არსებობს. საქართველოში მილიარდერმა მოინდომა და ხელისუფლება გადააგდო. შემდეგ ვინც მოისურვა ის დანიშნა პრეზიდენტად და პრემიერად. ვინც უნდოდა ის დასვა საბრალდებო სკამზე და ვინც უნდოდა ის შეიყვანა „კორპორატიულ კლუბში“ სახელწოდებით კოაბიტაცია. ახლა ის სამოქალაქო სექტორის „პრივატიზებასაც“ გეგმავს. ანუ ვხედავთ, როგორ შეიძლება ფულმა გადაწყვიტოს ქვეყნის ყველა საბედისწერო საკითხი.
იგივე ითქმის „დონორ“ სახელმწიფოებზეც როგორიცაა ამერიკა, აზერბაიჯანი, თურქეთ. მათ საქართვლოში ფულით პრაქტიკულად ყველა საკითხის რეალიზება შეუძლიათ.

წყარო: http://news.ge/ge/news/story/78062-agasi-arabiani-ghalati-saqartvelos-khelisuflebis-khasiatshia
.
Reply
Leave a comment