Тина Турашвили

Mar 18, 2013 16:25

არც ერეკლე II-ს გამოუვიდა ურთიერთობის ჩამოყალიბება რუსეთთან. ვიმეორებ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ "Артикуль IV - Сепаратный"-მ დიდ შეცდომაში შეიყვანა "პატარა კახი". შედეგად, დანაპირების ნაცვლად, მივიღეთ ქართული სახელმწიფოს და ქართული სამოციქულო ეკლესიის (რუსეთის ეკლესიაზე VIII - X საუკუნით უხუცესის) გაუქმება. ესეც შენი ერთმორწმუნე-მართლმადიდებელი ძმები!

არ გამოუვიდა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არც ნ.ჟორდანიას მთავრობას, ყველა დათმობაზე (და პოზიციისა - არ გავაღიზიანოთ) წასვლის მიუხედავად და 1920 წლის მაისში დადებული ურთიერთცნობისა და აღიარების ხელშეკრულებისა, რვა თვის შემდეგ საქართველოს სახელმწიფომ (რუსეთის გამო) მეორედ შეწყვიტა არსებობა...

ვერ დაალაგა ურთიერთობა ვერც ზ. გამსახურდიამ, ელცინთან ვახტანგურად სასმისების სმის და ხვევნა-კოცნის მიუხედავად.

ვერ დაალაგა ურთიერთობა რუსეთთან ვერც საბჭოთა (წაიკითხე რუსეთის) საგარეო საქმეთა მინისტრმა ე. შევარდნაძემ, რომელიც, სავარაუდოდ, სრულად აცნობიერებდა რუსული პოლიტიკის თავისებურებებს (რომელიც ამ ტიტულით უფრო ამაყობდა, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტობით). დაგომისის შეთანხმების ერთი თვის თავზე დავკარგეთ გაგრა, მეორე შეთანხმებას (იმავე რუსეთთან) მოჰყვა ჩვენი განიარაღება და მთლიანად აფხაზეთის დაკარგვა.

ვერ დაალაგა ურთიერთობა რუსეთთან ვერც მ. სააკაშვილმა... ერთ-ერთი პირველი შეხვედრისას მიშამ შესთავაზა (მსოფლიოსთვის ცნობილი ფაქტია) ჯანდაბას ევროპა, ამერიკა, ნატო, შეგვიწყვეთ ხელი დევნილების დაბრუნებაში და სიმშვიდის დამყარებაში, სანაცვლოდ გაგვიმხილეთ, რა გსურთ, მიიღოთ ქართული სახელმწიფოსგან, ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად. ამას მოჰყვა პუტინის კგბ-სეული სპეციფიკური უკბილო იუმორით გაჯერებული ცინიკური პასუხი: - "Вы молодые, образованные, умные ребята - сами догадаетесь чего нам нужно!" გენიალურია!

РФ, ГРУЗИЯ

Previous post Next post
Up