Мемориал Посвященный Геноциду Черкесов

May 22, 2012 14:06

Вчера, в новом курортном городе Грузии - Анаклии, в близ Абхазии, открыли мемориал, посвящений геноциду черкесского народа.
Присутствовали гости черкесы.
Был и Ибрагим Яганов


Read more... )

грузины, Абхазия, Грузия, черкесы, Геноцид, Анаклия, Черкессия

Leave a comment

giorgi_chachba May 25 2012, 23:13:29 UTC
ყვარელი სუფთა ფშავური დასახლებაა, ჩამოსახლებული არიან სოფელ ყვარადან, ყვარლელ ფშავლებს თავიაანთი დრო აქვთ ლაშარში შესაწირის მიტანის, სიტყვა ყვარელიც ყვარიდან ჩამოსულს ნიშნავს, ანუ სოფელ ყვარელი.
ე.წ. ძირძველი ყვარლელები არიან ფშავლები, ვინც არ არიან ფშავლები, ისინი მოგვიანებით არიან მოსულნი. სანავარდო, იგივე ხაჩმიანი მესხური სოფელია. გავაზი სოფელი ძველი გავაზიდან ჩამოსული მოსახლეობაა(ძველი გავაზი იგივე ყვარლის რაიონის სოფელი ახალსოფელი), ჭიკაანი ადგილობრივია, თუმცა ბევრი გამოსულია გურჯაანის რაიონიდან, რამდენიმე მეგრული წარმოშობის ოჯახიც ცხოვრობს, ზინობიანი ქართულ-უდინური სოფელია, წიწკანაანთ სერი ოსური, 10% ქართველი ცხოვრობს 90% ოსი, ჩანტლისყურე, თივი და სარუსო ლეკურია, ავარელები და ბეჟთელები ცხოვრობენ, სარუსოელებს და ჩანტლის ყურელებს ერთმანეთის ენა ესმით, თიველებს სულ სხვა ენა აქვთ. ახალსოფელი ჩემი მოგვარე აფხაზის დაარსებულია, პატარა საქართველოა, ყველა კუთხის ქართველობა ცხოვრობს მანდ, მთისძირი ქართულ-ოსური, შერეული სოფელია, ძირითადად მესხები არიან. მისი ძველი სახელწოდებაა არეში, ასე რომ არეშიძეები წარმოშობით მაქედან უნდა იყვნენ, მანდ მდინარეც ჩამოდის არეშის წყალს ეძახიან :)

Reply

(The comment has been removed)

giorgi_chachba May 27 2012, 12:30:37 UTC
თვითონ "ყვარელი" წარემოდგება სოფლის სახელი "ყვარა"დან, ნებისმიერ ყვარლელს რომ ჰკითხო, ვინც თვლის ძირძველ, ე.წ. "კორენნოი" ყვარლელად, ყველა გეტყვის რომ მათი წინაპრები სოფელ "ყვარადან" არიან ჩამოსახლებულნი, ყვარა კიდე ფშავშია, ლაშარის სალოცავის ახლოს, და ყველა ძირძველ ყვარლელს, თუ ზედაშეს ტრადიცია ისევ აქვს შემონახული, აუცილებლად ლაშარის სახელობაზე აქვს. არცერთი ძველი ყვარლელი არ მოგიყვება ლეგენდას მეფის შსახებ რომ ვითომ სანადიროდ იყო მოსული ამ ადგილებში, და რომ მოეწონა ასე თქვა რა საყვარელი ადგილიაო, იმიტომ რომ ეს მიდამოები ოდითგანვე დასახლებული იყო, ჯერ კიდევ ფშავლების ჩამოსვლამდე, ნასოფლარების სახელები დღმდეა შემორჩენილი ტყეებში, და არამარტო სახელები, არამედ ნასოფლარი ადგილებიც, მაგალითად ერთ ადგილს ეძახიან "ვაზუანს",ძველი სოფლის სახელს, ხოლო იქ სადაც მასიურად ჩანს ნასოფლარები, ხალხმა "ყორეანი" დაარქვა.
მთის ფშავლები დღემდე "ჩვენებურებს" ეძახიან ყვარლელებს, ანუ ყვარელებად მოიხსენიებენ და დრო აქვთ გმაოყოფილი ლაშარში შესაწირის მიტანისა.
ხომ ხარ ჟურნალისტი? მაგას რა უნდა, ჩდი ყვარელში, გაიკითხე და გააკეთე სიუჟეტი, მერე დარწმუნდები რომ მართალი ვარ :)
რაც შეეხება მოლაშვილებს და სეფაშვილებს, მაგათ ლეკებთან არაფერი საერთო არ აქვთ, იმ დროს ლეკები კერპთაყვანისცემლები იყვნენ და შესაბამისად არც მოლა ეყოლებოდათ და არც სეფა, ლეკები რომ მუსლიმები გახდნენ, მაგ დროს უკვე ერთიანი საქართველოც არსებობდა, დაშლაც მოასწრო, კახეთის სამეფოც შეიქმნა და ასე შემდეგ. ანუ იმ ტერიტორიაზე არანაირი ლეკური დასახლება არ ყოფილა და მით უმეტეს არც ასიმილაცია განუცდია. 16-17 საუკუნეებს ვამბობ, როცა მათ მუსულმანური რელიგია მიიღეს, ხოლო "სეფა" და "მოლა" მუსულმანურთანაა კავშირში.
ჭერაშვილზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მარა დღსაც არის გვარები ყვარელში, რომელიც პატარა გვარებია და მარტო ყვარელში გვხვდება, ან თუ სადმე ყვარლის გარეთ, აუცილებლად გეტყვის მისი წარმომადგენელი რომ წარმოშობით ყვარლელია და ყველა ამ პატარა ყვარლური გვარის წარმომადგენლის ზედაშე არის ლაშრის სახეობის. ხომ ხარ ჟურნალისტი? შეამოწმე :) თავისებური აზარტიც ააქვს ;)

Reply

(The comment has been removed)

giorgi_chachba May 27 2012, 18:05:00 UTC
მე შემიძლია მაგაზე სანაძლეო დაგიდო და თან მოგიგო :)) მე შემიძლია დაგპატიჟო ყვარელში და განახო ის გვარები, რომლებიც მარტო ყვარელში გვხვდება და სხვაგან არსად და ყველა ეს გვარი ფშავურია :))

Reply

(The comment has been removed)

giorgi_chachba May 28 2012, 09:46:12 UTC
ავაზაშვილი მაგალითად. ყველა ავაზაშვილი ყვარლელია წარმოშობით. ფანცალაშვილი, სუფთა ფშავური გვარია, თან ძალიან პატარა გვარი და მხოლოდ ყვარელში გვხვდება, თუ სადმე არის სხვაგან ამ გვარის წარმომადგენელი ფუძე ყვარელში აქვს.
ბეუქლიშვილი სუფთა ყვარლური.
ბურკიაშვილი
ბუბალაძე, იგივე ბუბალაიძე
ეს ყველა წარმოშობით ფშავური გვარებია და "კორენნოი" ყვარლური, ზოგი გვარი ალბათ ჩამოსახლების მერე, აქ შეიქმნა.
გირმისაშვილი. ესეც იქაურია
ტოჩილაშვილი
ქანდაურაშვილი
ქანდაურიშვილი
ქარენაშვილი
აი ამ გვარის წარმომადგენლებს ჰკითხე წარმოშობით სადაური ხარ, შენი წინაპრები საიდან ჩამოვიდნენო :)) შეიძლება ვერ გითხრან რომ ფშავლები არიან წარმოშობით, მარა "ყვარას" აუცილებლად დაგისახელებენ, ყვარა სად არის? ფშავში :)
ღუჭაშვილი
ქოილაშვილი
ჩიხიაშვილი
ხანდურიშვილი
ჭილაურიშვილი
ჯუშოშვილი,
ჯუჯუშვილი
აი ეს ყველა გვარი "კორენნოი" ყვარლურია, ხოდა ჰკითხე.

Reply

giorgi_chachba May 27 2012, 18:29:23 UTC
"ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ყვარლის ახლანდელ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში (IV საუკუნეში) ჩამოსახლდნენ მთის ფშავლები სოფელ ყვარადან; ყვარადან ჩამოსახლებულებს ყვარელები შეარქვეს და ეს სახელი დასახლებასც შერჩა. შემდგომში ამ სახელწოდებამ სინტაქსური ცვლილება განიცადა, შეიკვეცა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ტოპონიმი ყვარელი".

http://kakheti.gov.ge/index.php?cat=57&par=6

Reply


Leave a comment

Up