წმინდა სინოდმა რელიგიური კონფესიების შესახებ კანონთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და კომპრომისული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც წაადგება ქვეყანას და ეკლესიას , - ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მეუფეს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა სახის გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა. სავარაუდოდ, საპატრიარქო სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
წმინდა სინოდი პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მსჯელობდა, რომლის მიხედვითაც, რიგ რელიგიურ კონფესიების საჯარო იურიდიული პირად დარეგისტრირების უფლება მიეცათ. წმინდა სინოდის სხდომის პარალელურად, საპატრიარქოსთან ასობით ადამიანი შეიკრიბა.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინოდის განჩინება საზოგადოებას შესაძლოა, თავად პატრიარქმა გააცნოს.
საპატრიარქოსთან ასობით ადამიანი კვლავ რჩება.
აქედან
P.S. ნეტა რა კომპრომისულ გადაწყვეტილებაზეა საუბარი?