На Русскомპოსტი დაიწერა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. გამოყენებულია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებიდან ამოკრეფუილი მასალები და თადარიგის გენერალი მაიორი - გიორგი ყარყარაშვილის წიგნი ,, ეს ჩვენი სამშობლო იწვის”.
მასალა შეიცავს მხოლოდ მშრალ ფაქტებს!
კომფლიქტის ზონა
მდგომარეობა, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, შემდეგნაირი იყო:
ქართველები - მე_11 მსუბუქი ქვეითის ბატალიონის 500_მდე სამხედრო მოსამსახურე და ამავე ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის 50_მდე სამხედრო მოსამსახურე. მათ განკარგულებაში იყო 25_მდე ერთეული ჯავშანტექნიკა, 15 ერთეული ბრდმ და 5-6 მტ_ლბ. ქართული სამშვიდობო ძალების მოვალეობაში შედიოდა საგუშაგოებიდან ქართული სოფლების: ნიქოზის, ერედვის, ავნევისა და წვერიახოს, აგრეთვე დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა და სხვა. ქართველი მშვიდობისმყოფელთა განთავსების ადგილი იყო: სოფელი ზემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი, აჩაბეთი, დიდი ლიახვის ხეობა.
ოსები - სამშვიდობო ბატალიონი ,,ალანია” დაახლოვებით 600_მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. მათ განკარგულებაში 20 ჯავშანტრანსპორტიორი ბტრ-80 და 22 ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-2 იმყოფებოდა. ,,ალანიას” პოზიციები ეკავათ ოსურ სოფლებთან: წინაგარი, გუგუთი, ოსფრისი, მონასტერი, ფრონე და წნელისი. ასევე, საცეცხლე წერტილები ჰქონდათ მოწყობილი: კოხათის, თელიანის, დიდმუხის, დიდ გუფთის, უბიათთან, ოსფრისთან, წითელ მიწებთან, ღრომთან, დმენისთან და სათიხართან მდებარე სიმაღლეებზე.
რუსები - რუსების სამშვიდობო ბატალიონი დაახლოვებით 500_მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და მისი პირადი შემადგენლობა რუსეთის არმიის საბრძოლო დანიშნულების ქვედანაყოფებით იყო გაძლიერებული. მათ შორის 42_ე მოტომსროლელი დივიზიის ჩეჩნური ბატალიონის ,,ვოსტოკის” ერთი ასეული და რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართელოს მე_10 სპეცდანიშნულების ბრიგადის დაახლოვებით 70 მებრძოლი. რუსი მშვიდობისმყოფელთა მოვალეობა-დანიშნულება ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლება და საბრძოლო მოქმედებათა განახლების დაუშვებლობა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევათა დაფიქსირება იყო.
პროვოკაციები
,,კავკასია - 2008″ 16 ივლისს დაიწყო და საქართველოზე განხორციელებულ აგრესიამდე რამოდენიმე დღით ადრე დასრულდა. სწავლებაში 8000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და საბრძოლო ტექნიკის 700 ერთეული იქნა გამოყენებული. დამუშავდა: ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დესანტირება, დაზვერვის წარმოება, საჰაერო-სახმელეთო სამიზნეების განადგურება, მთიან-ტყიან ადგილებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება და სხვა.
2008 წლის 9 ივლისი - საქართველოს საჰაერო საზღვარი გადმოკვეთა 4 ბომბდამშენმა - ,,სუ-24″. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუფარავად განაცხადა, რომ ეს საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლების ცხელი ტვინების გასაგრილებლად მოხდა.
20 ივლისიდან დაიწყო ქართული მშვიდობისმყოფელთა პოსტების სისტემური დაბომბვა 82 მმ_იანი და 120 მმ_იანი ნაღმსატყორცნებით.
3 აგვისტო - ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
6 აგვისტო - საღამოს, ეუთოს დამკვირვებლებმა ცხინვალი დატოვეს.
7 აგვისტო - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 00 საათზე სარაბუკის მიმართულებაზე მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოუყვა. ორმხრივი სროლა ხანმოკლე პაუზებით, დილიდ 6 საათამდე გაგრძელდა.
7 აგვისტო - გამთენიისას ფრონისეს მეობაში, ნულის მიმართულებით ცეცხლი ისევ გაიხსნა და ორმხრივი სროლა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. იმავდროულად, ძარი-ცხივნალის გზაზე ცხინვალისა და ხეთაგუროვის, ხეთაგუროვი-ტბეთი-ცხინვალის მიმართლებით სატვირთო ავტომობილისა და ჯავშანტექნიკის არც თუ ისე მცირე კოლონის გადაადგილება შეიმჩნეოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება: ,, 7 აგვისტოს 11 საათისთვის სეპარატისტებმა ხეთაგუროვიდან სოფლების - ნული-ავნევის მიმართულებით შეტევა განაახლეს. დაიჭრა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 3 სამხედრო მოსამსახურე. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს”
ომისათვის მზადება
7 აგვისტო
12:30 - მიუხედავად ქართული მხარის მოთხოვნისა, შემდგარიყო ორმხრივი მოლაპარაკება, საქართველოში ჩამოდის რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი და ქართულ-რუსულ-ოსურ ფორმატში ხანმოკლე მოლაპარაკება იწყება. სხდომაზე მხარეები ურთიერთბრალდებებით არკვევდნენ თუ ვინ გახსნა პირველად ცეცხლი. ფორმატი არაეფექტური გამოდგა და უშედეგოდ დასრულდა.
13:09 - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცადებას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს: ,,დარწმუნებული ვარ, კონფლიკტის გაღვივება რუსეთის ინტერესებში არ შედის”
13:11 საათი - ედუარდ კოკოითი აცნობებს იური პოპოვს რომ შექმნილი მდგომარეობის გამო, არ ჩამოვიდეს ცხინვალში.
13:30 საათი - ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს შერეული სკონტროლო კომისიის უფროსის იან პლეიევის განცხადებას: ,, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მხარეს ყოველგვარ ფორმატში შევხვდეთ და ამ შეხვედრისთის თანხმობას ველოდებით”.
13:49 საათი - მიხეილ სააკაშვილი: ,,ცხინვალის სიგიჟე უნდა შევაჩეროთ!”
14:00 საათი - თემურ იაკობაშვილის პასუხი: ,,ქართულ ოსური შეხვედრა შედგება და რუსეთს მხოლოდ სადამკვირებლო მისია დარჩება”
14:00 საათი - ავნევში ქართული სამშვიდობოების საგუშაგოს წინა გალავანში და სოფელ ნიქოზში - სამშვიდობო ძალების ბაზა, ცხინვალის ფორმირებების ყუმბარმტყორცნების, 82 და 120 მმ_იანი ნაღმსატყორცნების ცეცხლქვეშ მეოქცა. ავნევის მახლობლად არსებული სიმაღლეებიდან და სოფელ ტბეთიდან ისროდნენ.
ავნევში ქართული ჯგუფების საბრძოლო პოზიციაზე გასვლისთანავე მოწინააღმდეგემ ქართული ქვეითთა საბრძოლი მანქანა ბმპ_2 დააზიანა. ეკიპაჟმა კონტუზია და დამწვრობა მიიღო. დაიჭრა 5 ჯარისკაცი, მათ შორის 2 მძიმედ. მოგვიანებით, ევაკუაციის დროს, ორივე მათგანი გარდაიცვალა.
მოგვიანებით, პრეზიდენტი სააკაშვილი ომის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას ეტყვის: ,, თავდაცვის მინისტრი ლამის მუხლებში ჩამივარდა და საოპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნას მთხოვდა, როცა 2 ჯარისკაცი მდამეღუპა, 5 კი დაიჭრა”.
14:30 საათი - სააგენტოები ავრცელებენ სავარაუდო ინფორმაციას, რომ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სრული შემადგენლობა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მათ უკვე მიიღეს საზღვრისკენ გადაადგილების ბრძანება. როკის გვირაბთან, დაზუსტებული ინფორმაციით ტანკების კოლონა იყო მომდგარი!
14:30 საათი - საქართველოს მთავარსარდალმა შეიარაღებულ ძალებს უბრძანა ქვეყანაში ბანდფორმირებების შემოტევის და რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შეკავება!
14:35 საათი - ბრძანების გაცემისთანავე ქართველმა ოფიცრებმა შერეული კომისია დატოვეს და ცხინვალიდან გამოვიდნენ.
მზადება დაიწყო მთელი ქვეყნის მაშტაბით - მეოთხე ბრიგადის ბატალიონები თავს იყრიან ქარელის რაიონში შოთაწყაროსთან, დასახლებულ პუნქტ აგარასთან; მესამე ბრიგადა - გორი-ცხინვალის ტრასის დასაწყისში, დასახლებულ პუნქტ კარალეთთან; მეხუთე ბრიგადის ერთი ბატალიონი - დასახლებულ პუნქტ კარალეთთან; მეორე ბრიგადის ნაწილები - დასახლებულ პუნქტ იგოეთთან; ბათუმის საზღვაო ქვეითთა ბატალიონი - დასახლებულ პუნქტ საქაშეთთან; შსს-ს ნაწილები გორისა და კარალეთის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზებზე; გორის ცალკეული სატანკო ბატალიონი - დასახლებულ პუნქტ ავნევის ასასვლელთან; შსს-ს კუდ-ის 500-კაციანი დაჯგუფება ონის მისადგომებთან; საჩხერის სამთო ბატალიონი სოფელ პერევის მისადგომებთან; არტილერია 16-იდან 17 საათამდე საბრძოლო პოზიციებს იკავებს დასახლებულ პუნქტ ტირძნისთან.
ასევე, განისაზღვრა რეზერვისტთა მობილიზაციის გეგმა, რომელთაც წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული თავშეყრის რაიონები ბაზების მიხედვით: 1) დასახლებულ პუნქტ ვაზიანის აეროდრომის ტერიტორია; 2) სენაკის სამხედრო აეროდრომის ტერიტორია; 3) ქუთაისის მესამე ბრიგადის ტერიტორია; 4) გორის ბრიგადის ტერიტორია; 5) ვაზიანის ბრიგადის ტერიტორია.
14:42 საათი - საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსით” გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ იაკობაშვილის შეხვედრა კოკოითი-ჩოჩიევთან აღარ შედგებოდა.
15:00 საათი - “ინტერპრესნიუსმა” რეინტეგრაციის მინისტრის კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დაგეგმილი შეხვედრა ცხინვალმა ჩაშალა.
15:17 საათი - მოწინააღმდეგის შემაწუხებელი ცეცხლის შესაჩერებლად, არტილერიის ამოქმედება გადაწყდა.
15:45 საათიდან 16:15 საათამდე, ქართული საჯარისო შენაერთები არტილერიისა და ტანკების მეშვეობით ცეცხლს უხსნიან ხეთაგუროვისა და ცხინვალის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებას.
16:20 საათი - სააგენტოების ინფორმაციით, თემურ იაკობაშვილი ცხინვალში მაინც ჩავიდა.
16:30 საათიდან 17:30 საათამდე, ოსური მხარედან დაბომბვები მიმდინარეობს ავნევის მიმართულებით.
18:39 საათი - იაკობაშვილმა ცხინვალი ისე დატოვა, ოსურ მხარესთან შეხვედრა ვერ მოახერხა.
18:45 საათი - შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და გენერალ კულახმეტოვს შორის. ამ უკანასკნელმა სააკაშვილს შესთავაზა ქართული მხარედან ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა (ეს ინფორმაცია მოგვიანებით, საპარლამენტო კომისიაზე ხდება ცნობილი)
19:00 საათი - ,,ინტერპრესნიუსის” ცნობით, ქართული მხარედან ცეცხლი შეწყვეტილია. იქვე ვრცელდება თემურ იაკობაშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მინისტრი შეხვედრისთვის მზადყოფნას ისევ გამოხატავდა, მაგრამ ცხინვალში ჩოჩიევის ტელეფონი არ პასუხობდა.
19:33 საათი - გავრცელდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი ბრძანება: ,,ქართული მხარედან არცერთი გასროლა არ მოხდეს, სრული მორატორიუმი!”
19:36 საათი - მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო განცხადება: ,,ჩვენ ქართველებსა და ოსებს შორის ომი არ უნდა დავუშვათ. მოვუწოდებ ოსურ მხარეს, ცეცხლი შეწყვიტოს, ნუ გვაიძულებს საპასუხო ცეცხლის გახსნას. ხვალ ცხინვალში იაკობაშვილი და ჩოჩიევის მოლაპარაკება არის დანიშნული”
20:30 საათი - სეპარატისტებმა ნაღმტყორცნებით სოფელი ნული და ვანევი დაბომბეს.
20:30 საათი - ოსური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თბილისი-გორის მიმართლებიდან ცხინვალისკენ დაახლოვებით 600 ერთეული საბრძოლო ტექნიკისა და ავტომობილებისგან შემდგარი რამოდენიმე კოლონა მოემართება.
22:30 საათი - თლიაყანის მთიდან, სეპარატისტებმა სოფელ თამარაშენსა და ფრისს ცეცხლი გაუხსნეს.
23:35 საათი - გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სპეცკავშირზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება:
1) საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა.
2) უზრუნველყოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც 6-7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ჯარების პოსტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გამუდმებით ესროდნენ.
3) დაცული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და მისი უსაფრთხოება.
ომი დაიწყო
23:40 საათი - საქართველოს ხელისუფლება საარტილერიო ცეცხლის გახსნის შესახებ ბრძანებას გასცემს.
8 აგვისტო
00:45 საათი - “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საარტილერიო იერიშს ახორციელებდნენ იმ გზაზე, რომლითაც როკის გვირაბიდან გამოსული რუსეთის არმიის სამხედრო კოლონა მოძრაობდა.
01:00_დან 02:00 საათისთვის, ცხივნალიდან 7-9 კმ_ის დაშორებით შეტევა დაიწყო მუგუთი-ხეტაგუროვის მიმართულებით. მასირებული საარტილერიო დარტყმის შემდეგ, 01:30 საათზე მე_4 ბრიგადის ნაწილებმა სოფელი მუგუთი დაიკავეს და შეტევა ავნევი-ხეთაგუროვის მიმართულებით განავითარეს.
03:00 საათი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ჩნდება სეპარატისტების ფარული სატელეფონო ჩანაწერი საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის არმიის კოლონა როკის გვირაბიდან გამოდის და ჯავისკენ მოემართება.
05:14 საათი - საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს თემურ იაკობაშვილის განცხადებას, რომ ქართული მხარე 6 ოსურ სოფელს სრულად აკონტროლებს.
05:30 საათი - სოფელ მუგუთში რეზერვისტები შევიდნენ.
06:00 საათი - საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთით, ხეთაგუროვისკენ შეტევა წამოიწყეს. შეტევაზე გადავიდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით, სარაბუკო-დმენისის მიმართლებითაც.
06:00 საათი - ზემო ნიქოზთან მოქმედი ცენტრალური დაჯგუფება მარცხენა ფრთიდან შეტევას ცხინვალის სამხრეთ გარეუბან ,,შანჰაის” მიმარულებით შეეცადა.
08:00 საათიდან 08:30 საათამდე შტაბმა საწყის პოზიციებზე, უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო, რათა საარტილერიო შეტევა განეხორციელებინა საცეცხლე წერტილებში.
09:00_დან 10:00 საათამდე ქართული ნაწილების გამოყვანის შემდეგ არტილერიამ მოწინააღმდეგის მიმართლებით ცეცხლი გახსნა. დაბომბვაში რუსული ბაზაც მოყვა. ავიაციამ განახორციელა საბრძოლო გაფრენა.
09:30 საათიდან - რუსულმა ავიაციამ დაბომბა ვაზიანის, მარნეულის, კოპიტნარის აეროდრომების ასაფრენი ბილიკი.
10:00 საათი - მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების დამუშავების შემდეგ, შეტევა ხელმეორედ განხორციელდა. ცხინვალში შესვლა ორი მიმართლებიდან დაიწყო.
12:00 საათი - ქართველები ცხინვალში - გმირთა, ოქტომბრის და ისააკის ქუჩებს აკონტროლებენ. ქალაქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, მთლიანად აღებულია. ჯამში, ქართველებს ცხინვალის დაახლოვებით 30%-40% ეკავათ.
12:00_იდან 13:00 საათამდე, დაზვერვის მიზნად, ცხინვალის თავზე რუსული ავიაცია ახდენდა შემოვლებს. ოსურ მხარემ, შეცდომით ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგრო.
12:30 საათი - ,,ინტერპრესნიუსით” გავრცელდა შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადება : ,,ჩვენ მიზანმიმართულად და გაცნობიერებულად ვიცავთ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოებას”. ,,რუსთავი 2″ _ის საინფორმაციო საშუალებებით გადიოდა კადრები, რომ ცხინვალის რეგიონში რუსი სამხედროები არ ერეოდნენ საბრძოლო მოქმედებებში.
12:40 საათი - რუსულმა ავიაციამ დარტყმათა განხორციელება დაიწყო ცხინვალისა და გორის მიმდებარე რაიონებსა და სოფლებში.
13:30 საათი - ,,დუბოვაია როშჩასთან” ნაძვებში, ძლიერ სიცხეს შეფარებული ქართველთა 42_ე ბატალიონი, რუსულმა ავიაციამ დაბომბა. 22 ჯარისკაცი ადგილზე დაიღუპა.
14:00 საათი - ქართულმა ნაწილებმა უკან დაიხიეს. შსს და თავდაცვის სამინისტროების სპეცრაზმებმა სრულად დატოვეს ცხინვალი.
14:18 საათი - გიგი უგულავა: ,,15:00_იდან 18:00 საათამდე ხელისუფლების მხრიდან სრული მორატორიუმი გამოცხადდა, რათა მშვიდობიან მოსახლეობას კონფლიქტის ზონიდან გამოსვლის საშუალება ჰქონოდათ”
14:00_დან 15:00 საათამდე, მოწინააღმედეგემ შეძლო მოსკოვისა და ვაგზლისპირა ქუჩების გადაკვეთაზე ქვეითი ფეხოსანთა მხარდამჭერის გარეშე დარჩენილი 9 ქართული ტანკისა და 1 ჯავშანმანქანის განადგურება.
15:00 საათი - ცხინვალი სრულად დაიცალა ქართული შენაერთებისგან. ქალაქში, სტალინის ქუჩის 60 ნომერშიჩარჩა 6 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც 4 საათის განმავლობაში, რადიო გადამცემით შველას ითხოვდა.
15:00_დან 16:00 საათამდე, ზემო ნიქოზიდან ,,დუბოვაია როშჩისაკენ” 1_ელი ბრიგადის სატანკო ბატალიონის ჯარისკაცები დაჭრილ-დაღუპულების გამოსაყვანად შესვლას ცდილობდნენ და ისინი სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს. მოგვიანებით ტყვეობაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების სასტიკად წამების ამსახველი კადრები, ტელევიზიით გავრცელდა.
16:00 საათი - დიდი ლიახვის მოსახლეობა ტოვებს საკუთარ სახლ-კარს.
18:00 საათი - ქართულმა მხარემ პირველად გააკეთა საგანგებო განცხადება რუსული აგრესიის დაწყების შესახებ და ბრძოლას რუსულ-ქარლი ომი უწოდა
19:00 საათი - ხეობა მთლიანად დაცლილია ქართველებისგან.
19:00 საათი - გაწყდა კავშირი ცხინვალში, სტალინის 60 ნომერში ჩარჩენილი 6 ქართველ სამხედრო მოსამსახურესთან
20:00 საათი - ქართული ჯარი უკან, ნიქოზისკენ იხევს.
20:00 საათი - ჯავასა გუფიდან იწყება ცხინვალზე რუსული ნაწილების გადმოსროლა.
22:00 საათი - პირველმა რუსულმა კოლონამ ცხინვალში შესვლა ვერ მოახერხა. 135_ე მოტომსროლელი პოლკის ერთი ბატალიონი, რომელიც ჯავადან მეომართებოდა, ზარატბეთის გზაზე, საარტილერიო და სატანკო ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსულმა მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა.
მთელი ღამის განმავლობაში, ქართულ და რუსულ დანაყოფებს შორის, უშეღავათო ბრძოლა გრძელდებოდა
9 აგვისტო
დილით ცხინვალს უკვე რუსი სამხედროები სრულად აკონტროლებენ
მოწინააღმდეგემ 12 მოხალისე და რეზერვისტის ტყვედ აყვანა შეძლეს (მოგვიანებით, საპატრიარქოს დახმარებით მოხდა ტყვეების გამოყვანა, თუმცა ორი მათგანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება)
9 აგვისტოს დილით, ქალაქში ჩეჩნური ბატალიონის, ,,ვოსტოკის” ერთი ასეული შევიდა.
11:00 საათი - რუსებმა ჩათვალეს რომ ქართველებისგან ქალაქის დაცლის შემდეგ, ისინი ცხინვალის მისადგომებსაც განერიდნენ. თუმცა, ,,შანხაის” (ცხივნალის გარე უბანი) ქუჩიდან, ქართელებმა 42_ე ბატალიონის გაყვანის შემდეგ, ღამით, სენაკის მე_2 ბრიგადის შენაერთები ჩუმად შეიყვანეს. სწორედ მათ გადააწყდა მოულოდნელად 58_ე არმიის დაჯგუფება გენერალი ხრულოვის ხელმძღვანელობით. მოულოდნნელობის ეფექტმა იმუშავა.
ტელეკომპანია ,,როსია” - ,,ეს იყო 5, შესაძლოა 10 ან 20 მეტრის სიალოვეში კონტაქტი. მიდიოდა ხელჩართული ბრძოლა, რომელიც სავარაუდოდ, საათ-ნახევარი გაგრძელდა. მაქანაშივე დაიჭრა თავად 58_ე არმიის სარდალი გენერალი ხრულოვი” - ამ ბრძოლაში 22 რუსული სამხედრო მანქანიდან 5 დაიწვა, დაიღუპა 6 რუსი სამხედრო მოსამსახურე, დიდი რაოდენობით იყვნენ დაჭრილებიც. რუსულმა არმიამ უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღო.
14:00 საათი - მიღწეული წარმატების შემდეგ, ქართულმა შენაერთებმა შეტევისთვის მზადება დაიწყეს.
15:00 საათამდე - მიმდინარეობდა შეტევის საარტილერიო ცეცხლით მომზადება.
15:00 საათი - სამხედრო ნაწილებმა, 41_ე და 21_ე მსუბუქ ქვეითთა ბატალიონების და ბათუმის საზღვაო ქვეითი ბატალიონის შემადგენლობით კვლავ სცადეს ქართველებმა ცხინვალის დაკავება. მათ ლიანდაგებიდან გმირთა ქუჩაზე გასვლა და ,,შანხაის” დასახლებაში მე_12 სკოლამდე შეღწევა მოახერხეს.
მოწინააღმეგემ ნაღმტყორცნებით ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოაქცია ჩვენი ნაწილები. ამ უთანასწორო ბრძოლას გმირულად ეწირებოდნენ 41_ე ბატალიონის წევრები, დაიღუპა მეთაურიც.
17:00_იდან 19:00 საათამდე ქართველებმა დანაკარგების გამო ზემო ნიქოზის მიმართულებით უკან დახევა დაიწყეს.
22:00 საათი - ქართველებმა ყველა მხრიდან შეწყვიტეს შეტევა და უკან დახევა დაიწყეს.
10 აგვიქტო
04:00 საათი - რუსებმა უბრძოლველად მოახერხეს ცხინვალის და მისი მიმდებარე სოფლების დაკავება.
05:00 საათი - მიხეილ სააკაშვილი აცხადებს რომ ქართული მხარე მზად არის ცალმხრივად სეწყვიტოს ცეცხლი და ჯარები სრულად იქნას გამოყვანილი კომფლიქტის ზონიდან. ქართული მზარე მზად არის დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სესახებ.
06:33 საათი - იბომბება ,,თბილავიამშენის” ტერიტორია
09:50 საათი - ინტენსიური დაბომბვების გამო, მოსახლეობა სხვადასხვა საშუალებით ტოვებს ქალაქ გორს!
14:00 საათი - აფხაზები და რუსები ახორციელებენ შეტევას კოდორის ხეობაზე.
18:00 საათი - თბილისში ერაყიდან ჩამოფრინდა პირველი ბრიგადა, დედაქალაქის დასაცავად.
მთელი დღე-ღამის განმავლობაში, იბომბება საქართველოს სრყულ ტერიტორიაზე სტრატეგიული, სამხედრო ობიექტები
11 აგვისტო
11:57 საათი - კახა ლომაიას განცხადება ვრცელდება: ,, რუსები 50 ტანკით გორში შევიდნენ, მათ უკან კაზაკი და ოსი ბანდფორმირებები მოჰყვებიან”
12:00 საათი - კოდორის ხეობას აფხაზები აკონტროლებენ
13:00 საათი - გორი სრულად არის დაცარიელებული ქართველებისგან
21:00 საათი - მცხეთიდან დიღმის შესასვლელამდე 20 კილომეტრიანი ქარლი სამხედრო კოლონა განლაგდა.
ომი წავაგეთ!
თბილისში სარკოზი ჩამოდის …
აქედან