დავიბადე 1961 წლის 30 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში.
მამა - თავბერიძე ზურაბ ნოეს ძე (1930-1999), წარმოშობით ჩოხატაურის რაიონის სოფელ ტოლებიდან, მუშაობდა მძღოლად,
დედა- მატინიანი რიფსიმე აშოტის ასული (1932-2004), განათლებით რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
1974 წლიდან ვმუშაობდი ქალაქ ბათუმის კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ კინომექანიკოსის მოსწავლედ და თანაშემწედ, კინომექანიკოსად.
1978 წელს დავამთავრე ქალაქ ბათუმის ალექსანდრე პუშკიბის სახელობის #7 რუსული საშუალო სკოლა.
1978 წლის სექტემრიდან 1979 წლის იანვრამდე - ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემოხეთის კინომექანიკოსი
1979 წ. 22 თებერვლიდან 24 აგვისტომდე ვმუშაობდი ბათუმის მეზღვაურთა კლუბის მხატვრად.
1979 -1980 წ.წ. ვსწავლობდი და წარჩინებით დავამთავრე ქალაქ ლენინგრადის #50 სამშენებლო პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი სპეციალობით ფილებით მოპირკეთებელი,
1980-1982 წლებში ვმსახურობდო საბჭოთა არმიის რიგებში, ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვიბორგში, სამხედრო ნაწილი 89483, პეტერგოფის სამხედრო ჰოსპიტალში,
1983 წელს ჩავირიცხე და 1988 წელს დავამთავრე ქალაქ მოსკოვში ს.ა.გერასიმოვის სახელობის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო-კინომცოდნეობის ფაკულტეტი სპეციალობით კინომცოდნე.
1988-1991 წლებში ვმუშაობდი აჭარის კინოგაქირავების რესპუბლიკური კანტორის უფროს რედაქტორად.
1992-1993 წლებში - ბათუმის კინოთეატრ „იბერიის“ ბუღალტერი.
1994-2004 წლებში - ბათუმის კინოთეატრ „იბერიის“ დირექტორის მოადგილე.
1997 წლიდან 2006 წლის მაისამდე - მ.აბაშიძის სახელობის ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის ლექტორი, უფროსი მასწავლებელი.
1999 w. 2004 wlis seqtembramde - მ.აბაშიძის სახელობის ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის კინოხელოვნების, ტელე-რადიოჟურნალისტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.
გამოშვებული მყავს სტუდენტთა ორი ჯგუფი -კინომცოდნე-ჟურნალისტი (ქართული სექტორი, 1999-2004 წ.წ.) და კინო-ტელე ჟურნალისტი (რუსული სექტორი, 2002-2006 წ.წ.).
კონკურსში გამარჯვების შედეგად, 2005 წლის 4 ივლისიდან მუშაობა დავიწყე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელოვნებო განათლების განყოფილების გამგედ.
2005 წლის 15 დეკემბრიდან - ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი.
2006 წლის 16 ივნისიდან 30 ნოემბრამდე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული წარმომადგენლობისა და საინფორმაციო მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
2006 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 11 მაისამდე - ქალაქ ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილე.
2008 წლის 10 მაისიდან 22 ოქტომბრამდე - შპს „მერკურის“ ოფის-მენეჯერი, მედიასთან ურთიერთოობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსი.
2010 წლის ი21 ვლისიდან 2013 წლის 4 სექტემბრმდე - შპს „სიკეი“-ს საქმისმწარმოებელი.
2010 წლის ნოემბრიდან 2012 წლის იანვრამდ - ტურისტული შპს "ტურომეტრის" კოპირაიტერი.
2014 წლიდან დღემდე - გიდი (მარშრუტი "ბათუმის სული"
1982 წლიდან დღემდე ჩემს მიერ ადგილობრივ და რესპუბლიკურ პრესაში გამოქვეყნებულია 100-ზე მეტი წერილი და რეცენზია ხელოვნების საკითხებზე.
თავისუფლად ვფლობ კომპიუტერს, საოფისე (Word, Excel, Power Point) და ვიდეოსამონტაჟო პროგრამებს (Pinnacle), საოპერაციო სისტემებისა (Windows XP, 7) და სხვადასხვა პროგრამების ინსტალირებას, ინტერნეტში მუშაობას, ვიდეოგადაღებას, საქმისწარმოებას.
მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
ელექტრონული ფოსტა:
btavberidze@gmail.com