Как Канада, США и РФ готовятся к военным действиям для завоевания арктических богатств.

Dec 10, 2013 10:36

Как Канада, США и РФ готовятся к военным действиям для завоевания арктических богатств.
Авраам Шмулевич
Мое интервью Нино Хачидзе для журнала „Тбилиселеби“ (Тбилиси), №44 за 2013. (На грузинском языке).

გლობალურმა დათბობამ, იმას გარდა, რომ ის ჩვენს არსებობას აყენებს ეჭვქვეშ, დედამიწაზე კიდევ ერთი ცხელი წერტილი გააჩინა. კერძოდ, არქტიკაში ყინულის დაჩქარებული ტემპით დნობამ არქტიკის ზონასთან მდებარე სახელმწიფოებს მისი ათვისების სურვილი გაუღვიძა. ამ წელს არქტიკის გავლით ევროპიდან აზიისკენ მიმავალი უმოკლესი საზღვაო გზა ყინულის სქელი საფარისგან გათავისუფლდა. უკანასკნელი კვლევების თანახმად, არქტიკაში ყინული ნავარაუდევზე სამჯერ სწრაფად დნება, ამიტომაც აშშ-მა, რფ-მ, კანადამ, დანიამ, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ფინეთმა და შვეციამ, ქვეყნებმა, რომლებიც არქტიკულ ტერიტორიებს ფლობენ, თადარიგი დაიჭირეს და ჩრდილოეთ პოლუსის მისადგომებთან თავიანთი სამხედრო ძალები გააქტიურეს. მათი ეს რეაქცია ბუნებრივია, რადგან არქტიკის მხოლოდ დაზვერილ წყალქვეშა სივრცეში (ის კი საერთო ფართობის მხოლოდ 5-პროცენტია), მაგალითად, ნავთობის მსოფლიო მარაგის მეოთხედია, ოქროს, ალმასის, პლატინისა თუ იშვიათი ელემენტების ჩათვლით.
მართალია, არქტიკის ყველა მოსაზღვრე ქვეყანა აქტიურობს, მაგრამ ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მოახერხა და თავი მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოიქცია. კერძოდ, მიმდინარე წლის 18 სექტემბერს „გრინფისის“ აქტივისტები, ეკოლოგების საერთაშორისო ჯგუფი არქტიკულ შელფზე (პეჩორის ზღვაში) ნავთობის მოპოვების გამო პროტესტის გამოხატვას შეეცადა. მაგრამ მათი ყინულმჭრელი Arctic Sunrise რუსეთის სასაზღვრო ძალების სპეცრაზმმა შტურმით აიღო. რფ-ის საგამოძიებო ორგანოებმა კი „გრინფისელი“ აქტვისტები წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მეკობრეობის მუხლით აღძრა (ლაპარაკია 18 ქვეყნის 30 მოქალაქეზე) და მათ 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მეორე მხრივ, პრ. პუტინი საჯაროდ აღიარებს, რომ არ სჯერა აქტივისტების მეკობრეობის, მაგრამ რაკი, მისი თქმით, მათ საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვიეს, უნდა წარსდგნენ კიდეც მართლმსაჯულების წინაშე. ბუნებრივია, „გრინფისი“ არ ეთანხმება ბრალდებას და ირწმუნება, რომ მათ აქტივისტებს რუსეთის ტერიტორიული წყლები არ დაურღვევიათ და მხოლოდ ბანერის გაკვრას აპირებდნენ არქტიკის ეკლოგიური პრობლემებისადმი ყურადღების მისაპყრობად. ჩვენ არ ვიცით, როგორ მორიგდებიან რფ და „გრინფისი“, მანამდე კი პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩან ერთად მიმოვიხილავთ არქტიკაში ყინულის ლღობის როლს მესამე მსოფლიო ომის დაწყებაში.
-რა სამართლებრივი მდგომარეობაა დღეს არქტიკაში?
-არქტიკა დედამიწის ერთადერთი ნაწილია, სადაც საკუთრების უფლება არ რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ნორმებით. არ არსებობს მკვეთრი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ვიტყოდით, არქტიკის ვის რა ნაწილი ეკუთვნის. როდესაც არქტიკული თამაში დაიწყო, ყველა ქვეყანამ თავისკენ დაიწყო გადაქაჩვა და ამან სამართლებრივი ვითარება კიდევ უფრო გაურკვეველი გახადა. არადა, არქტიკული ტერიტორია ძალიან დიდ სიმდიდრეებს მოიცავს და დღეს იქ სიტუაცია, დაახლოებით, ისეთივეა, როგორიც მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში იყო აფრიკაში, როდესაც კოლონიური დაყოფა დაიწყო და წესები თამაშის პროცესში ჩამოყალიბდა. აქაც, საბოლოოდ, მას ჩამოაყალიბებს ის, ვინც ყველაზე ძლიერი აღმოჩნდება.
-და თქვენი აზრით, ვინ აღმოჩნდება ყველაზე ძლიერი. რაღაც რუსეთი თითქოს ყველაზე მეტად აქტიურობს, ბურღვაც დაიწყო?
-ჩინეთიც კი ჩაერთო ამ დოღში, სხვათა შორის, სამხრეთ პოლუსზე, ანტარქტიდაზე, უშვებს თავის ექსპედიციას. ასევე, ესპანეთს აქვს თავისი ინტერესები. განსაკუთრებით აქტიურია კანადა და, ჩემი აზრით, არქტიკის ათვისების თვალსაზრისით, ყველაზე აქტიურები არიან კანადა და აშშ. არქტიკაში შენდება ახალი სამხედრო ბაზები, ამერიკის სანაპირო დაცვამ კოლოსალური თანხები მიიღო არქტიკის ასათვისებლად. 5 წლის წინათ კანადამ ჩამოაყალიბა სპეციალური არქტიკული ნაწილები 1 500 ადამიანისგან, რომელიც შედგება ესკიმოსებისგან. გასაგებია, თუ საქმე მივა ომამდე, რეგულარული ჯარები აბსოლუტურად მოუმზადებლები იქნებიან არქტიკული ომისთვის, იმიტომ რომ იქ სხვა კლიმატური პირობებია, მაგრამ ესკიმოსები გაძლებენ.
-ეს მათი არსებობის ბუნებრივი გარემოა.
-და ეს არის კანადის მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგი თავისი ნაციონალური უმცირესობისადმი. მე თავად ჩრდილოეთიდან ვარ და, თუმცა რუსები ამბობენ, რომ მათი იმპერიის ქვეშ ყველა ხალხი აყვავდა, სინამდვილეში, ჩრდილოეთის ხალხები ბოლომდე არიან დეგრადირებულეი და მათი ნაციონალური კულტურა განადგურებულია. მეტიც, მათი რაოდენობაც დღითიდღე მცირდება. რუსი ჩუქჩები და ესიმოსები ძირითადად, გალოთებულები არიან და მათგან რამე სამხედრო ხეირის მიღება შეუძლებელია. მაშინ, როდესაც ჩრდილოელმა ხალხებმა, რომლებიც ცხოვრობენ ნორვეგიაში, შვეციაში, კანაადსა და აშშ-ში, ამ ქვეყნების ჰუმანური პოლიტიკის შედეგად შეინარჩუნეს თავიანთი კულტურა. შენარჩუნდნენ, როგორც ხალხი და აღმოჩნდა, რომ მათი უნარები შეიძლება, გამოიყენონ თანამედროვე ომში. შესაბამისი წვრთნის შედეგად ეს იქნება ისეთი სამხედრო ნაწილები, როგორიც რუსეთს არ ჰყავს. ერთი სიტყვით, კანადა ემზადება საომარი მოქმედებებისთვის.
-ვის წინააღმდეგ?
-ყველას წინააღმდეგ.
-გამორიცხავთ არქტიკისთვის კოალიციების შექმნას?
-მურმანსკის ოლქში პუტინმა არქტიკისთვის ჩამოაყალიბა ბრიგადა, რომელიც ჩრდილოეთში საომარი მოქმედებებისთვისაა გამიზნული, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სამხედრო ნაწილებია. ეს იქნება ომი ყველა ყველას წინააღმდეგ. ზუსტად ისეთი სიტუცაციაა, როგორიც თავსი დროზე იყო ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში.
-თქვენ მოგყავთ მეცხრამეტე საუკუნის მაგალითები. დღეს მაინც სხვა პეროდია. ომი ყველა ყველას წინააღმდეგ რეალურია?
-მეოცე საუკუნე, ომების თვალსაზრისით უფრო სასტიკი იყო, ვიდრე მეცხრამეტე, ხოლო, თუ ოცდამეერთე საუკუნეს შევხედავთ, თქვენ, ქართველმა, არ უნდა ილაპარაკოთ იმაზე, რომ ომები არ არის. ერთ-ერთი პირველი ომი ოცდამეერთე საუკუნეში თქვენთან იყო. შეხედეთ რა ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც: ერთმანეთს რომ შევადაროთ მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების პირველი 12 წელი, ოცდამეერთე საუკუნეში უფრო მეტი ომი იყო. ვივარაუდოთ, რომ ამის გამო მსოფლიო ომი არ დაიწყება, მაგრამ არქტიკა გახდება დაპირისპირების საგანი.
-მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქვეყანა აქტიურად ემზადება არქტიკის ასათვისებლად და ომისთვისაც კი, სკანდალში გაეხვა მხოლოდ რუსეთი.
-იმიტომ რომ რუსეთი მოუხეშავად იქცევა. შეიძლება, არავის არც მიექცია ყურადღება „გრინფისის“აქტივისტების ამ დაპატიმრებისთვის, ისინი რომ მურმანსკში ჩაეყვანათ, დაეჯარიმებინათ, თუნდაც, ჩამოერთმიათ ყინულმჭრელი და უკან, ნორვეგიაში, გაეშვათ. ეს იქნებოდა ერთი სტრიქონი ახალ ამბებში, მაგრამ რუსეთი არაადეკვატურად მოიქცა, თორემ აქტივისტები პროტესტს ყველას წინააღმდეგ გამოხატავენ. არიან პოლიტიკოსოები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს აქციები დაფინანსებულია, ზოგი ამბობს, რომ არ არის დაფინასებული, მაგრამ, ფაქტია, რომ „გრინფისი“ მთელ მსოფლიოში აწყობს საპროტესტო აქციებს, მაგრამ რუსეთში მომხდარი გახმაურდა, რუსეთის ხელიუფლების სრული იდიოტიზმის გამო: აქტივისტებისთვის რომ მეკობრეობის ბრალდება არ წაეყენებინათ, ამას არავინ მიაქცევდა ყურადღებას. არქტიკაში დიდი ეკონომიკური ინტერესია: მისი ფსკერის მხოლოდ 5-პროცენტია გამოკვლეული და ამ 5-პროცენტზე განთავსებულია ნავთობის მთელი მსოფლიო მარაგის 25 პროცენტი, ამას გარდა, იქ არის ალმასები, ოქრო, პლატინა, იშვიათი მეტალები. თუ ყინული დაიწყებს ნდობას და, თუ ნორვეგიასთან გაიხსნება ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულება, პანამის არხი აზრს დაჰკარგავს. ანუ ინტერესი აქვს ყველას. ერთის ინტერესი ედება მეორეს და, ამდენად, შესაძლებელია კოალიცია. გადანაწილების დიდი თამაში თავიდან იწყება და შესაძლებელია სხვადასხვა კოალიციები: მეოცე საუკუნის დასაწყისში ქვეყნებს შეიძლებოდა, ჰქონოდათ შესანიშნავი ურთიერთობა, კოლონიებში კი ერთმანეთს ებრძოდნენ, იგივე რამ შეიძლება, მოხდეს არქტიკაშიც.
- და, რაც მთავარია, არქტიკაში არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა, რაც ამარტივებს ამოცანას.
-არქტიკაში ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი ღამით, ტელეკამერებისგან შორს.
-ჟურნალისტებს გაუიჭირდებათ იქ ჩაღწევა ყინულმჭრელის გარეშე და ამ ყინულმჭრელს მათ არავინ მისცემს, თუ პოლიტიკური ინტერესი არ იქნა.
-იმ რეგიონის იზოლირება იოლია და ვერავინ გაიგებს, რა მოხდება იქ სინამდვილეში. საკმარისია ავიაცია და არც თუ დიდი დივერსიული ჯგუფები. შეიძლება, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედები არც დაიწყოს. არქტიკაში ძალან მოწყვლადი ინფრასტრუქტურაა და საკმაოდ ადვილია დივერსიების მოწყობა. ამას გარდა, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების მიერ მუშავდება რობოტიზებული იარაღი, ისრაელიც იღებს ამაში მონაწილეობას, უკვე არის ტანკები, რომლებიც ადამიანის გარეშე მოქმედებს, უპილოტო თვითმფრინავების შესახებ კი ისედაც ყველასთვის ცნობილია.
-კომპიუტერული ომებივით ომი გვექნება, ესე იგი?
-არქტიკაში უპილოტოების ომი იქნება. ჩვენთვის სრულიად ახალი ძალისმიერი წინააღმდეგობა შეიძლება, გაიმართოს და მინიმალური მსხვერპლით ჩაიაროს. და შესაძლებელია ნებისმიერი კოალიციები. რამდენიმე ქვეყანას აქვს პრეტენზია არქტიკაზე, გაუგებარია, ვის რა ეკუთვნის, ასე რომ, კოალიციების შექმნა გამორიცხული არ არის. მათ დაემატებათ ჩინეთი, ესპანეთი, ევროკავშირს ჯერ არ გამოუთქვამს თავიის აზრი არქტიკისადმი. თც ისინ ერთიანე პოზიციას გამოიმუშავებენ, შესაძლოა, არქტიკულ კამათში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთოს. თან, ანალოგიურ დამოკიდებულება აქვთ ლათინური ამერიკის ქვეყნებს ანტარქტიდისადმი, ისევე, როგორც სამხრეთ აფრიკპს, ახალ ზელანდიას, ავტრალიას. თუ შემუშავდება ერთიანი სამართლებრივი ნორმები, ისინი მოიცავს ორივე კონტინენტს.
-გამოდის, მეორე საომარი სუნთქვა ეხსნება დედამიწას. და ვის როგორი შანსები აქვს, განსაკუთრებით, რფ-ს?
-რუსეთი უკვე ფლობს არქტიკის საკმაო ნაწილს: მას ყველაზე დიდი ტერიტორია ეკუთვნის, აქვს არქტიკულ სივრცეში ყოფნის ტრადიცია და ბევრი რამით არქტიკა რუსეთისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა, რადგან რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია ნახშირწყალბადების ექსპორტზე და მას უნდა, რომ დაეუფლოს ახალ საბადოებს. თუ არქტიკაში დაიწყება ნავთობის მოპოვება საწარმოო მასშტაბებში, ეს იმოქმედებს ნავთობის საერთაშორისო ფასზე და თუ რუსეთი არ აიღებს რაღაც წილს არქტიკის ნავთობის მარაგიდან, ის უბრალოდ ქვეყნიდან, რომელიც ამჟამად მსოფლიო ნავთობის მარაგის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, გადაიქცევა ქვეყნად, რომელიც ცოტას თუ დააინტერესებს.
-ანუ დასავლეთს ძალიან სერიოზული კოზირი აქვს რუსეთის ასალაგმავად?
-ამჟამად რუსეთი და კანადა ფლობენ არქტიკული ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილს. მათ ოდნავ ჩამორჩება აშშ, შემდეგ მოდის დანია, ნორვეგია. მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით ძლიერი პოზიცია აქვს და შესაძლებელია, დანარჩენი მოთამაშეები გაერთიანდნენ რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ეს იყო კოლონიალურ ომებში. ამას გარდა, არის სადავო ტერიტორიები ნორვეგიასა და რუსეთს შორის, რუსეთს დაზვერილი აქვს თავისი კუთვნილი არქტიკული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ უფრო მეტი რესურსი არის არქტიკული სიღრმის იმ ნაწილში, რომელიც აქამდე ყინულით იყო ავსებული და ახლა დნობა დაიწყო და რაზეც ყველას აქვს პრეტენზია. ბურღვა უკვე დაწყებულია და ეს შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ დნობა დაიწყო ყინულმა.
-მეორე მხრივ, თუ ის ყინული დადნა, აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება, ვის მეტი ეკუთვნის არქტიკიდან, მთელი დედამიწა წყლით დაიფარება.
-ჯერჯერობით იმ ტემპის დნობა არ არის, რომ მნიშვნელოვნად აიწიოს წყლის დონემ დედამიწაზე, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ გაიხსნას დიდი ტერიტორიები და რაც შორს წავა ადამიანი არქტიკის ათვისებაში, მით უფრო დაიხვეწება მოპოვების ტექნოლოგიები. ჯერჯერობით არქტიკის ფსკერის მხოლოდ 5-პროცენტია დაზვერილი.
- თქვენი პროგნოზით, როდის შეიძლება, ისე გამწვავდეს საკითხი, რომ რეალურად დაიწყოს ომი არქტიკაში?
-ეს უკვე მოხდა გუშინ: შენდება სამხედრო ბაზები.
-რეალურ ქმედებებს ვგულისხმობ, როდესაც ეს ბაზები მოქმედებაში მოვა.
-იქ სიტუაცია არატრადიციულად განვითარდება, დიდი ომი არავის სჭირდება, მაგრამ ყინულმჭრელის დაკავება არის პირველი ზალპი. ის ჭაბურღილი, რომელსაც რუსეთი ამუშავებს, დგას არქტიკის იმ ნაწილში, რასაც ყველა რუსეთის საკუთრებად აღიარებს. ჯერჯერობით ბურღვითი სამუშაოები არ დაწყებულა სადავო ტერიტორიაზე. შეიძლება, დაიწყოს რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გლობალური დათბობა გაგრძელდება და ეს სივრცე საბოლოოდ გაიხსნება. პლუს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ, თუ ფიქალის გაზი ჩაანაცვლებს ნავთობს, მაშინ არქტიკულ მარაგებს დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, მაგრამ, გარდა ნავთობისა, იქ, როგორც გითხარით, არის პლატინა, ალმასი, იშვიათი ელემენტები. რეალურად, იმ პროგნოზებით, რომელიც არის, 2-3 წელიწადში ეს სივრცე გაიხსნება სამრეწველო ათვისებისთვის და ყინულის დნობა მსოფლიო სავაჭრო გზებზეც მოახდენს გავლენას.
ნინო ხაჩიძე



Мои интервью, Арктика, Геополитика, Грузинский язык, usa, Скандинавия, Мои тексты, canada

Previous post Next post
Up