"Кавказская политика Грузии: шаг вперед, шаг на месте, шаг назад".

Dec 27, 2011 09:20

"Кавказская политика Грузии: шаг вперед, шаг на месте, шаг назад". Моё интервью грузинскому журналу "Tabula" (на грузинском языке).

ინტერვიუ აბრაამ შმულევიჩთან
აბრაამ შმულევიჩი: საქართველოს კავკასიური პოლიტიკა ─ ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ადგილზე, ნაბიჯი უკან


ინტერვიუ აბრაამ შმულევიჩთან
აბრაამ შმულევიჩი: საქართველოს კავკასიური პოლიტიკა ─ ნაბიჯი წინ, ნაბიჯი ადგილზე, ნაბიჯი უკან
სტატია
კომენტარები ავტორი: დიმიტრი ავალიანი 19 დეკემბერი 2011, 14:43

დაკავშირებული:
ფე­შე­ნი არ არის სიყ­ვა­რუ­ლი, ის ბიზ­ნე­სია
გი­ვი თარ­გა­მა­ძე: ჩვენ უნ­და გა­ვუძ­ლოთ პუ­ტი­ნის პე­რი­ოდს
ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე აღარ არის
ის­რა­ე­ლე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გი, აღ­მო­სავ­ლე­თის პარ­ტნი­ო­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის პრე­ზი­დენ­ტი, რა­ბი­ნი, ჩერ­ქეზ­თა კონ­გრე­სის მრჩე­ვე­ლი აბ­რა­ამ შმუ­ლე­ვი­ჩი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­სულ კვი­რა­ში იგი თბი­ლის­ში სწო­რედ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის შე­სა­ხებ ლექ­ცი­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და. პო­ლი­ტო­ლოგ­მა დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა­ში. შმუ­ლე­ვიჩ­მა ტა­ბუ­ლას­თან ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კის შე­საძ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტის გზებ­ზე ისა­უბ­რა.
რა ზე­გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს დღეს რუ­სეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა - არ­ჩევ­ნებ­მა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა, ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე?

რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი ჯერ­ჯე­რო­ბით საკ­მა­ოდ მდგრა­დია. მმარ­თვე­ლი სის­ტე­მა კრი­ზის­შია, თუმ­ცა კრი­ზი­სი საკ­მა­ოდ დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა და ბო­ლო მოვ­ლე­ნე­ბი რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. რუ­სეთ­ში არ არ­სე­ბობს იდე­ო­ლო­გია, არ არ­სე­ბობს ძა­ლა, რო­მე­ლიც რე­ვო­ლუ­ცი­ის­კენ თან­მიმ­დევ­რუ­ლად მო­უ­წო­დებ­და. ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ნამ­დვი­ლად რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, სა­ქარ­თვე­ლოა. აქ ელი­ტი­სა და მმარ­თვე­ლი პა­რა­დიგ­მე­ბის ცვლი­ლე­ბა ყვე­ლა დო­ნე­ზე მო­ხერ­ხდა.


რუ­სეთ­ში არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ისე­თი მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­ჟიმს შე­არ­ყევ­და. რე­ჟი­მი გა­დარ­ჩე­ბა. თუმ­ცა პუ­ტი­ნი და­საყ­რდე­ნის ძებ­ნას და­იწ­ყებს. ვფიქ­რობ, ერ­თა­დერ­თი ძა­ლა, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბაც მას შე­უძ­ლია, რუ­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მია. რე­ჟი­მი ამას უკ­ვე აკე­თებს, თუნ­დაც რო­გო­ზი­ნის ფი­გუ­რის გა­აქ­ტი­უ­რე­ბით.

თუ რუ­სი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და­ვაკ­ვირ­დე­ბით, შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ ლო­ზუნ­გი „კმა­რა კავ­კა­სი­ის რჩე­ნა” პირ­ველ პლან­ზე წა­მო­ი­წევს. მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი კავ­კა­სი­ის­გან გა­უც­ხო­ე­ბას გრძნობს - კრი­მი­ნა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო. ეს ერ­თა­დერ­თი ლო­ზუნ­გია, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას და­იმ­სა­ხუ­რებს და პუ­ტინს მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ცვლი­ლე­ბე­ბის ილუ­ზია შექ­მნას. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის უნა­რი მათ არ გა­აჩ­ნი­ათ.

ფუ­ლი, რო­მე­ლიც დღეს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ას ხმარ­დე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. რუ­სუ­ლი ეკო­ნო­მი­კა კრი­ზის­შია, ნავ­თო­ბი, რო­გორც ჩანს, აღარ გაძ­ვირ­დე­ბა. რთუ­ლი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა. ამი­ტო­მაც, ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­თვის დო­ტა­ცი­ე­ბის უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ არის. ამას რა­ი­მე იდე­ო­ლო­გი­უ­რი და­სა­ბუ­თე­ბა სჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც „კმა­რა კავ­კა­სი­ის რჩე­ნა” ლო­ზუნ­გის ქვეშ, ად­გი­ლობ­რი­ვი ელი­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მკაცრ ზო­მებს მი­ი­ღე­ბენ.

სამ­ზა­დი­სი დაწ­ყე­ბუ­ლია - უკ­ვე რამ­დე­ნი­მე თვეა, და­ღეს­ტან­ში და ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში ФСБ-ს ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის ოფიც­რებს ქვეყ­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი რა­ი­ო­ნე­ბი­დან რუ­სე­ბით ანაც­ვლე­ბენ. შე­საძ­ლოა, კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნებს სა­მარ­თლებ­რი­ვი სტა­ტუ­სი შე­ეც­ვა­ლოთ. მოს­კო­ვის­თვის სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ, მა­გა­ლი­თად, ჩეჩ­ნე­თი რუ­სე­თის კა­ნო­ნე­ბით არ ცხოვ­რობს.

და­სავ­ლე­თი დღემ­დე რუ­სეთს კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის მომ­ტა­ნად აღიქ­ვამს. მაგ­რამ კრემ­ლი ვერ არ­თმევს თავს რე­გი­ო­ნის მარ­თვას და მა­დეს­ტა­ბი­ლი­ზე­ბელ ფაქ­ტო­რად იქ­ცა. მის მცდე­ლო­ბას უკუ­შე­დე­გი მო­აქვს - მა­გა­ლი­თად, ტე­რაქ­ტე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტი ჩეჩ­ნეთ­ში, ინ­გუ­შეთ­სა და და­ღეს­ტან­შია. ისი­ნი ყვე­ლა­ზე ბევრ დო­ტა­ცი­ას იღე­ბენ.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­გორ შე­ფა­სე­ბას მის­ცემ­დით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კას ამ რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

აქ ვერ შევ­ნიშ­ნე, რომ სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­უ­რი ქვე­ყა­ნაა. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ქვე­ყა­ნამ, რო­მელ­მაც ევ­რო­პის­კენ აი­ღო გე­ზი, სრუ­ლად მო­იჭ­რა ყვე­ლა კავ­ში­რი კავ­კა­სი­ას­თან. ეს ნონ­სენ­სია. სა­ქარ­თვე­ლო არ არის შვე­ი­ცა­რია, არც სკან­დი­ნა­ვია და არც ჯორ­ჯი­ის შტა­ტი. სა­ქარ­თვე­ლო კავ­კა­სი­ის ნა­წი­ლია.

კავ­კა­სია გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რად, გე­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რად და კულ­ტუ­რუ­ლად ერ­თი­ა­ნი რე­გი­ო­ნია. სტა­ბი­ლუ­რო­ბის გა­რან­ტი­რე­ბაც რე­გი­ო­ნის მხო­ლოდ ნა­წილ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღეს, უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სი უფ­რო ახ­ლო­საა მა­ხაჩ­ყა­ლას­თან, ვიდ­რე მოს­კო­ვი. თუ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში რა­მე მოხ­დე­ბა, სად წავ­ლენ დევ­ნი­ლე­ბი? უფ­რო აქ, ვიდ­რე ჩრდი­ლო­ეთ­ში. ამა­ვე დროს, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს რომ ყო­ფი­ლი­ყო, 2008 წლის ომი ვერ მოხ­დე­ბო­და, ვი­ნა­ი­დან რუ­სეთს კავ­კა­სი­ა­ში მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამას ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ.

რა­ტომ? რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა - უვი­ზო რე­ჟი­მი, ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბა...

ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მი­მართ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - ნა­ბი­ჯი წინ, ნა­ბი­ჯი ად­გილ­ზე, ნა­ბი­ჯი უკან. რაც გა­კეთ­და, სწო­რი იყო. თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის.

სა­ქარ­თვე­ლომ მხო­ლოდ სა­ნა­ხევ­რო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. აღი­ა­რა ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დი, იხ­სნე­ბა მო­ნუ­მენ­ტი. თუმ­ცა რუ­სეთ­მა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელ­ში ჩა­იგ­დო, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ჩერ­ქე­ზულ დი­ას­პო­რას­თან, მარ­თავს კონ­ფე­რენ­ცი­ებს. მი­დის კონ­ტრპრო­პა­გან­და, მუ­შა­ო­ბენ სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო კი ამას არა­ფერს უპი­რის­პი­რებს.

თბი­ლისს მკა­ფიო სტრა­ტე­გია არ აქვს და კავ­კა­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით დაწ­ყე­ბუ­ლი საქ­მე შე­ა­ჩე­რა. ამის მი­ზე­ზი ევ­რო­პი­სა და აშშ-ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო. ისი­ნი კი რუ­სე­თის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ შე­აშ­ფო­თა. თა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ბი­ჯე­ბი და­სავ­ლეთ­ში აღიქ­მე­ბა არა რო­გორც თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა, არა­მედ რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბა პუ­ტი­ნი­სად­მი. და­სავ­ლეთ­მა ვერ და­ი­ნა­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის­კენ შე­მოტ­რი­ალ­და. ასე­თი ხედ­ვა არც ქარ­თველ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვთ. და­სავ­ლე­თის­თვის არა­ვის აუხ­სნია, რომ ეს მარ­თლაც რე­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მას­ზე ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბა და უსაფ­რთხო­ე­ბაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ამა­ვე დროს, სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე არ­სე­ბობს ამო­ცა­ნა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია. ეს არის ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ინ­ტეგ­რა­ცია ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში.

რას გუ­ლის­ხმობთ ამა­ში და რა რო­ლი ეკის­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს?

ეს უნ­და იყოს რე­გი­ო­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ის სტრა­ტე­გია. უნ­და გუ­ლის­ხმობ­დეს მუ­შა­ო­ბას რო­გორც ელი­ტებ­თან, ასე­ვე ფარ­თო მა­სებ­თან. სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს საზ­ღვრის­პი­რა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, კულ­ტუ­რულ კონ­ტაქ­ტებ­ზე. ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლებს ხომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ის­ტო­რი­უ­ლად მჭიდ­რო კავ­ში­რი აქვთ.

დღეს მოს­კო­ვი ვე­რა­ფერს სთა­ვა­ზობს ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას. ამი­ტომ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ორ­მხრი­ვი ან სამ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბა (მა­გა­ლი­თად, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ. იმის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლო, მოს­კოვ­თან შე­თან­ხმე­ბით, შე­მო­დის ამ რე­გი­ონ­ში. აქ სა­ქარ­თვე­ლო­სა და კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ორი­ვე მხა­რე სა­სი­ცოც­ხლოდ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სტა­ბი­ლუ­რი, არა­ექ­სტრე­მის­ტუ­ლი, ეკო­ნო­მი­კუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ით. სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ურ-ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი რო­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მო­თა­მა­შეს აძ­ლევს ხელს - და­სავ­ლეთს, თურ­ქეთს და ა.შ. - კრემ­ლის ჩათ­ვლით.

დღეს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ავ­ტო­ნო­მი­ის შე­საძ­ლო ზრდას საფ­რთხედ აღიქ­ვამს. კრემლს სხვა არ­ჩე­ვა­ნი აღარ აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან­ტი­კავ­კა­სი­უ­რად არის გან­წყო­ბი­ლი, რე­გი­ო­ნი იქ­ცა საფ­რთხედ რუ­სე­თის მთლი­ა­ნო­ბის­თვის. მოს­კო­ვი იწ­ყებს იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას, რომ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის დამ­ყა­რე­ბა არ შე­უძ­ლია. რუ­სე­თი შე­საძ­ლოა და­ინ­ტე­რეს­დეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, რად­გან აქ მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ინ­ტე­რე­სე­ბი ემ­თხვე­ვა. მთა­ვა­რია, ეს და­სავ­ლეთ­მაც გა­აც­ნო­ბი­ე­როს.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტა­ში?

თა­ვის დრო­ზე, მოს­კოვ­მა აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის კარ­ტის გა­თა­მა­შე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ შეძ­ლო, რომ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბის ნა­წი­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ მხა­რი და­უ­ჭი­რა სე­პა­რა­ტის­ტებს. აფ­ხა­ზე­ბიც და ოსე­ბიც ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბის აზრს ყუ­რად­ღე­ბას აქ­ცე­ვენ. სა­ქარ­თვე­ლოს მი­ერ ჩერ­ქეზ­თა გე­ნო­ცი­დის აღი­ა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია უთან­ხმო­ე­ბა ჩერ­ქე­ზულ ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბა­სა და აფ­ხა­ზებს შო­რის.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს მოს­კოვ­ზე ზე­გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბი, თუმ­ცა აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში. ეს არ­გუ­მენ­ტი შე­იძ­ლე­ბა კრემლს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს წა­უ­ყე­ნო.

აფ­ხა­ზურ და ოსურ მხა­რე­ებ­თან დი­ა­ლო­გი არ იმარ­თე­ბა. მე­ტიც, თბი­ლის­ში რე­ა­ლუ­რად არ სწავ­ლო­ბენ, თუ რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში სო­ხუმ­ში, ცხინ­ვალ­ში თუ ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ა­ში. ამის­თვის თუნ­დაც უც­ხო­ე­ლი სო­ცი­ო­ლო­გე­ბის მოწ­ვე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და, რა­თა რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის აზ­რი გაგ­ვე­გო. თუ სა­ქარ­თვე­ლო სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლავს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხს, უნ­და იცო­დეთ, იქ რა ხდე­ბა.

თა­ვის დრო­ზე კარ­გი კონ­ტაქ­ტი მქონ­და მაქ­სიმ ღვინ­ჯი­ას­თან - სო­ხუ­მის მთავ­რო­ბის ყო­ფილ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან. ვუთ­ხა­რი, რომ აფ­ხა­ზეთს დღეს აქვს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა - ან სრუ­ლი შთან­თქმა რუ­სე­თის მი­ერ და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის და­კარ­გვა, ან სა­ქარ­თვე­ლოს­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ასო­ცი­ა­ცი­ის ამა თუ იმ ფორ­მა­ზე. მან ამის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არ­გუ­მენ­ტი ვერ მო­ი­ტა­ნა.

მაგ­რამ, პრობ­ლე­მა ისაა, რომ არ­ცერ­თი მხრი­დან არ არ­სე­ბობს რა­ი­მე მოძ­რა­ო­ბა და ინი­ცი­ა­ტი­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ით, პირ­ველ რიგ­ში, დევ­ნი­ლე­ბი უნ­და დაბ­რუნ­დნენ. აფ­ხა­ზუ­რი მხა­რე ამას აღიქ­ვამს რო­გორც არა მხო­ლოდ აფ­ხა­ზუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს, არა­მედ აფ­ხა­ზუ­რი ეთ­ნო­სის არ­სე­ბო­ბის და­სას­რულს. თუ თქვენ გსურთ, რომ ეს მიდ­გო­მა შე­იც­ვა­ლოს, მათ უნ­და ელა­პა­რა­კოთ, გა­მო­ი­ყე­ნოთ სა­თა­ნა­დო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კა. არ­სე­ბობს უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა და­არ­წმუ­ნოთ აფ­ხა­ზე­ბი, რომ მა­თი ში­შე­ბი მცდა­რია.

თუმ­ცა, თბი­ლისს სტრა­ტე­გია ამ მხრივ არ აქვს. საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან­მა პირ­მა თბი­ლის­ში მით­ხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თოდ არ მი­აჩ­ნია, რომ აფ­ხა­ზე­ბი არ­სე­ბო­ბენ, რომ თბი­ლი­სი მზა­დაა აწარ­მო­ოს მო­ლა­პა­რა­კე­ბა მხო­ლოდ მოს­კოვ­თან. ამ პო­ზი­ცი­ას ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც იზი­ა­რებს.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრა­ტე­გია - ჩარ­თუ­ლო­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გზით...

ეს სტრა­ტე­გია სა­ნა­ხევ­როა და ამ­ჟა­მად გა­ყი­ნუ­ლია. ის გათ­ვლი­ლია ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე, რაც ახ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ ევ­რო­პა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი სას­წა­უ­ლი არ მოხ­და. ამ­გვა­რი სტრა­ტე­გია უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი არა მხო­ლოდ აფ­ხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ზე, არა­მედ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ზეც. არ შე­იძ­ლე­ბა ეს რე­გი­ო­ნე­ბი ცალ­ცალ­კე გან­ვი­ხი­ლოთ. სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და აფ­ხა­ზე­თის პრობ­ლე­მის გა­დაწ­ყვე­ტა მხო­ლოდ სა­ერ­თო-კავ­კა­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კის კონ­ტექ­სტში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

აი­ღეთ თუნ­დაც არ­ჩევ­ნე­ბი სამ­ხრეთ ოსეთ­ში. სა­ქარ­თვე­ლომ ხე­ლი­დან გა­უშ­ვა მშვე­ნი­ე­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. თბი­ლის­ში არა­ვის უთ­ქვამს, რომ სამ­ხრეთ ოსეთ­მა ვერ მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და რომ ოსე­ბი ახ­ლა ბევ­რად უფ­რო მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში არი­ან, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. ეს ცნო­ბი­ლია თქვენ­თვის, მაგ­რამ არა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის­თვის. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ას ისე უყუ­რე­ბენ, თით­ქოს ის სად­მე მთვა­რე­ზე მდე­ბა­რე­ობს. ქარ­თველ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ის არ არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლომ უნ­და აუხ­სნას მე­ზობ­ლებს, რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ტე­ლე­არ­ხი PIK კავ­კა­სი­ის პრობ­ლე­მე­ბის გარ­და ყვე­ლაფ­რით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. არ არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვებ­გვერ­დე­ბი, სა­დაც თუნ­დაც სა­კით­ხით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ძი­ებ­და, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მო­სახ­ლე­ო­ბის ფარ­თო მა­სებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გია არ გა­აჩ­ნია. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ლო­დი­ნით, რუ­სე­თი და­იშ­ლე­ბა და ყვე­ლა­ფერს და­იბ­რუ­ნებთ.

თქვენ ასეთ ვა­რი­ანტს გა­მო­რიც­ხავთ?

მო­დი, მა­შინ და­ვუშ­ვათ, რომ რუ­სე­თი ბუ­დიზმს მი­ი­ღებს და მთლი­ა­ნად ჰი­მა­ლა­ი­ში გა­და­სახ­ლდე­ბა - პო­ლი­ტი­კა სას­წა­უ­ლის მო­ლო­დინ­ზე არ უნ­და იყოს აგე­ბუ­ლი. თუ რუ­სე­თი და­ი­შა­ლა, მით უა­რე­სი თქვენ­თვის და სხვე­ბის­თვი­საც - მი­ვი­ღებთ იმას, რაც ხდე­ბო­და ჩეჩ­ნეთ­ში 1992-96 წლებ­ში. გინ­დათ 1918 წლის რუ­სე­თი? უმარ­თა­ვი სი­ტუ­ა­ცია, მი­ლი­ო­ნო­ბით დევ­ნი­ლი და ა.შ. იგი­ვე მოხ­დე­ბა ახ­ლაც - ეს იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი საფ­რთხე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

რუ­სე­თის დე­ზინ­ტეგ­რა­ცია არა­რე­ა­ლუ­რია. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ეს და­სავ­ლეთ­ში არა­ვის სურს. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და არა დე­ზინ­ტეგ­რა­ცია, არა­მედ გეგ­მა­ზო­მი­ე­რი, წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი და­ნა­წევ­რე­ბა. ეს იყო საბ­ჭო­თა ელი­ტის კო­ლექ­ტი­უ­რი გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა. მსგავს გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბას რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვინ მი­ი­ღებს. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის გა­მო­ყო­ფის შე­სა­ხებ, თუ გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, სად მი­დის კავ­კა­სია. არა მხო­ლოდ ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ფიქ­რობს, რო­გორც მო­ი­შო­როს კავ­კა­სია თა­ვი­დან. თუმ­ცა, ამის გა­კე­თე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლი­ათ, თუ რო­მე­ლი­მე სხვა ძა­ლა და­ეხ­მა­რე­ბათ. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ასე­თი ძა­ლა არ არ­სე­ბობს.

მე ად­რეც ვამ­ბობ­დი, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლა 20 წლის წინ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. თუმ­ცა, ეს პრო­ცე­სი, ისე­ვე რო­გორც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლა, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ჩარ­ჩო­ებ­ში უნ­და მო­ექ­ცეს. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და სტა­ბი­ლუ­რი კავ­კა­სია სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­შია, ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით - იქ­ნე­ბა ეს მე­ტი ავ­ტო­ნო­მია თუ ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი. ამ სა­კით­ხის ქარ­თუ­ლი სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში შეს­წავ­ლაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც დღეს არ არ­სე­ბობს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მი­სი შე­მუ­შა­ვე­ბა, თუნ­დაც კრემ­ლის დღე­ვან­დე­ლი რე­ჟი­მი ამას სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მი­იჩ­ნევ­დეს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეთ სტრა­ტე­გი­ას და­სავ­ლე­თიც გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა.

Грузино-осетинская война, Дагестан, Грузино-абхазская война, Абхазия, Южная Осетия, Грузия, Черкесы, Российская политика на Кавказе, Кабардино-Балкария, Институт Восточного партнерства

Previous post Next post
Up